19 ნოემბერს „დიო“-ში შპს „შრომის უსაფრთხოების და ჯანმრთელობის დაცვის აკადემია“-მ სახანძრო კოორდინატორებისთვის ტრენინგი ჩაატარა.
ტრენინგის მიზანი გახლდათ: სახანძრო კოორდინატორებისთვის სახანძრო უსაფრთხოების წესების, მათი მოვალეობების გაცნობა, ხანძრის ქრობის საშუალებების გამოყენების პრაქტიკული სწავლება.
განხილული იქნა ისეთი საკითხები, როგორებიცაა:
- სახანძრო უსაფრთხოების ძირითად მოთხოვნები,
- კომპანიაში სახანძრო უსაფრთხოების წესების დაცვა/კონტროლი,
- თანამშრომლების სწრაფი ევაკუაცია განგაშის დროს,
- წარმოების და მოწყობილობების ტექნოლოგიურ პროცესების სახანძრო საშიშროებები,
- ობიექტის ხანძარსაწინააღმდეგო რეჟიმის გაცნობა,
- თანამშრომლების მოვალეობები და პასუხისმგებლობა სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნების დაცვაზე,
- ხანძარსაწინააღმდეგო დაცვის საშუალებები.
- ხანძრის გაჩენის შემთხვევაში დაცვის საშვალებების გამოყენების წესები.
- სახანძრო პროფილაქტიკის ზოგადი ზომები და ხანძრის ჩაქრობაზე მიმართული ძირითადი მოქმედებები.
- ევაკუაციის განხორციელების წესი.
შეგახსენებთ, კომპანია „დიო“-ში ხარისხისა და უსაფრთხოების კუთხით მუდივად ტარდება სხვადასხვა ტრენინგები, პრაქტიკული ღონისძიებები, რისკების ანალიზი, სრულყოფილი, უსაფრთხო სამუშაო გარემოს უზრუნველყოფისთვისა და მისი მუდმივი გაუმჯობესებისთვის.