Logo
სიახლეები
მედია
„დიო“-მ „სოლიდარობის ცენტრსა“ და „კერძო მეწარმეობის საერთაშორისო ცენტრს“ უმასპინძლა!

„დიო“-მ „სოლიდარობის ცენტრსა“ და „კერძო მეწარმეობის საერთაშორისო ცენტრს“ უმასპინძლა!

 „დიო“ პირველი კომპანიაა საქართველოში, რომელმაც 21 ოქტომბერს ამერიკულ ორგანიზაციებს: „სოლიდარობის ცენტრსა“ და „კერძო მეწარმეობის საერთაშორისო ცენტრს“ უმასპინძლა.

  მრგვალი მაგიდის ფორმატში ჩატარებულ შეხვედრას საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის და საქართველოს პროფესიული გაერთიანების წარმომადგენლებთან ერთად კომპანია „დიო“-ს უმაღლესი, საშუალო რგოლის მენეჯერები და სხვა დასაქმებულები დაესწრნენ.

  ღია დისკუსიასა და დიალოგის პროცესში მონაწილეებმა ერთმანეთს გაუზიარეს მოსაზრებები ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა : შრომით საკითხებთან დაკავშირებული არსებული გამოწვევები, შრომის კანონმდებლობაში შესული ცვლილებები, ახალი კანონმდებლობის პრაქტიკაში განხორციელება (როგორც შრომითი უფლებები, ასევე შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხები), შესაძლო გამოწვევები.

  „ჩვენი კომპანიისთვის ღირსეული სამუშაო გარემო და შრომითი პირობები ერთ-ერთ ყველაზე პრიორიტეტულ საკითხს წარმოადგენს. უსაფრთხოების სისტემა კომპანიაში უკვე დიდი ხანია დანერგილია, მუდმივად ვანხორციელებთ შიდა მონიტორინგს, ინსტრუქტაჟებსა და ტრენინგებს, ამავდროულად რეგულარულად ვაფასებთ რისკებს და საერთაშორისო სტანდარტებს მაქსიმალურად ვიცავთ.. ეს ყოველივე კი კომპანიაში ჯანსაღ, უსაფრთხო გარემოს ქმნის.“- აცხადებენ კომპანია „დიო“-ში.

შეგახსენებთ, „სოლიდარობისა“ და „კერძო მეწარმეობის საერთაშორისო“ ცენტრები საქართველოში ამერიკის შრომის დეპარტამენტის მიერ დაფინანსებულ პროექტს საქართველოს ახალი შრომის კანონმდებლობის ეფექტურ აღსრულებასთან დაკავშირებით ანხორციელებენ. აღნიშნულ პროცესში კომპანია “დიო”-ს ჩართულობა უზრუნველყო კერძო მეწარმეობის საერთაშორისო ცენტრმა.

21
ოქტ
2021
phone