„დიო“-ში კომპანიის თანადამფუძნებელმა და მმართველმა პარტნიორმა - თამაზ დაუშვილმა ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში - გუნდის ხელმძღვანელს - დომინიკ პაპენჰაიმს, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის წევრებს : ფილიპ შტაინჰაიმს, ჰანეს კასენს, სალომე არღვლიანს , ქართული სამშენებლო მასალების კლასტერის მენეჯერს ლიკა ქარდავას სიამოვნებით უმასპინძლა.
სტუმრებთან ერთად საკმაოდ საინტერესო და მნიშვნელოვანი საკითხები განიხილა, რომელიც დღესდღეობით მშენებლობის სექტორის წინაშე დგას და ეკონომიკის ერთ-ერთ მთავარ მამოძრავებელ ძალას წარმოადგენს.
ამავდროულად, სტუმრებს საშუალება ჰქონდათ დაეთვარიელებინათ როგორც კომპანია „დიო“-ს შოუ რუმი , ისე საწარმოსა და მიმდებარე ტერიტორიის სივრცეები.
შეგახსენებთ, ქართული სამშნებლო მასალების კლასტერი - GCMC დაფუძნებულია ევროკავშირისა და გერმანიის მთავრობის მიერ დაფინანსებული პროექტის - „კლასტერები განვითარებისთვის“ ფარგლებში, რომელსაც გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება ახორციელებს.
კლასტერი მცირე და საშუალო საწარმოებს აერთიანებს, რომლებიც საქართველოს სამშენებლო სექტორში მოღვაწეობენ.თამაზ დაუშვილი კი GCMC-ს დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარეა და მუდმივად ცდილობს წევრ კომპანიებს საკუთარი გამოცდილებები შეხედულებები, ხარისხზე ორიენტირებული მოსაზრებები გაუზიაროს, რომელიც მიზნად კომპანიების განვითარებას.