Logo
სიახლეები
მედია
კომპანია „დიო“-ში კვლავ მნიშვნელოვანი ვიზიტი შედგა!

კომპანია „დიო“-ში კვლავ მნიშვნელოვანი ვიზიტი შედგა!

„დიო“-ს თანადამფუძნებელმა მმართველმა პარტნიორმა - თამაზ დაუშვილმა გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების წარმომადგენლებს, , გერმანიის ელჩს, საერთაშორისო ექსპერტსა და და ქართული სამშენებლო მასალების კლასტერის მენეჯერს სიამოვნებით უმასპინძლა.

თამაზ დაუშვილმა სტუმრებთან ერთად მნიშვნელოვან, სამომავლო პერსპექტივებზე იმსჯელა, ამავდროულად კომპანია „დიო“-ს შოუ რუმი, საწარმოო, საოფისე სივრცეები  დაათვარიელებინა. ამა თუ იმ პროდუქტის წარმოებისა და მომხმარებლამდე მისვლის სრული ჯაჭვის შესახებ ინფორმაცია გაუზიარა, თანამშრომელთა მუშაობის მნიშვნელოვნებაზე და სამუშაო პროცესებზე მოკლე მიმიხოლვა განახორციელა.

ვიზიტის ფარგლებში „დიო“-ს  თანადამფუძნებელმა მმართველმა პარტნიორმა სტუმრებს კომპანიის მიზანი, მისია და სამომავლო გეგმები გააცნო, ასევე მშენებლობის სექტორში არსებული საკმაოდ აქტუალური და საყურადღებო საკითხები განიხილა.

„ჩემთვის და ჩვენი კომპანიისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტი შედგა. მშენებლობის სექტორი და ამ საკითხთან დაკავშირებული გარემოებები ვფიქრობ ძალიან პრიორიტეტულია, ვინაიდან სწორედ , რომ აღნიშნული სექტორის ზრდა/განვითარება დამატებით სამუშაო ადგილებს და ღირებულებებს ქმნის, რომელიც ნებისმიერი ჩვენგანისთვის უპირატესია.

 მე მუდმივად მზად ვარ მონაცემების, სასარგებლო ინფორმაციის, რეკომენდაციების გაცვლისა და გაზიარებისთვის, ინოვაციებსა და საინტერესო სტრატეგიებს ყოველთვის მხარს ვუჭერ.“- აღნიშნავს თამაზ დაუშვილი.

  შეგახსენებთ, ქართული სამშნებლო მასალების კლასტერი - GCMC დაფუძნებულია ევროკავშირისა და გერმანიის მთავრობის მიერ დაფინანსებული პროექტის - „კლასტერები განვითარებისთვის“ ფარგლებში, რომელსაც გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება ახორციელებს.

  კლასტერი მცირე და საშუალო საწარმოებს აერთიანებს, რომლებიც საქართველოს სამშენებლო სექტორში მოღვაწეობენ.თამაზ დაუშვილი კი GCMC-ს დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარეა.

25
ივლ
2021
phone