Logo
სიახლეები
მედია
„დიომ“ ძიუდოს ტურნირზე მძიმე წონაში გამარჯვებული სპორტსმენი დააჯილდოვა

„დიომ“ ძიუდოს ტურნირზე მძიმე წონაში გამარჯვებული სპორტსმენი დააჯილდოვა

2026 წლის 7–8 ნოემბერს ქუთაისის სპორტის სასახლეში დავით ხახალეიშვილისა და აკაკი კიბორძალიძის სახელობის საერთაშორისო ტურნირი გაიმართა ძიუდოში, რომელიც საქართველოს ძიუდოს ეროვნული ფედერაციის ორგანიზებითა და ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით ჩატარდა.

შეჯიბრებაში, რომელიც 2009–2010 წლებში დაბადებულ ვაჟ ძიუდოისტებს შორის გაიმართა, 51 კლუბის 272 სპორტსმენი მონაწილეობდა.

კომპანია „დიო“-მ მხარი დაუჭირა მნიშვნელოვან სპორტულ ღონისძიებას და ტურნირის ფარგლებში მძიმე წონით კატეგორიაში გამარჯვებული სპორტსმენისთვის 2 000 ლარის ოდენობის ფულადი ჯილდო დააწესა.

აღნიშნულ კატეგორიაში პირველი ადგილი და ოქროს მედალი ვალერი ლაცაბიძემ მოიპოვა, რომელსაც ფულადი ჯილდოც „დიოს“ სახელით გადაეცა.

„დიოსთვის“ მნიშვნელოვანია სპორტის მხარდაჭერა და ახალგაზრდა თაობის წარმატებაში საკუთარი წვლილის შეტანა. ვულოცავთ ვალერი ლაცაბიძეს გამარჯვებას და ვუსურვებთ მომავალ წარმატებებს!

18
ნოე
2026
phone