Logo
სიახლეები
მედია
გერმანიის ბიზნესასოციაციის (DWV) წევრები „დიოს“ ესტუმრნენ

გერმანიის ბიზნესასოციაციის (DWV) წევრები „დიოს“ ესტუმრნენ

გერმანიის ბიზნესასოციაციის (DWV) წევრები „დიოს“ ესტუმრნენ

კომპანია „დიოს“ გერმანიის ბიზნესასოციაციის (DWV) წევრებსა და სხვადასხვა საერთაშორისო კომპანიის წარმომადგენლებს, მათ შორის Knauf-ის, Lufthansa-სა და DHL-ის წარმომადგენლებს, უმასპინძლა.

ვიზიტის ფარგლებში სტუმრებს გავაცანით „დიოს“ 30-წლიანი ისტორია, საქმიანობის ძირითადი მიმართულებები, წარმოების სპეციფიკა და სამომავლო განვითარების გეგმები. შეხვედრის მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, უშუალოდ გაცნობოდნენ კომპანიის საწარმოო პროცესებს და დაეთვალიერებინათ თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი საწარმო.

ვიზიტი გაგრძელდა არაფორმალური შეხვედრით, რომლის ფარგლებშიც სტუმრებსა და „დიოს“ წარმომადგენლებს შორის საინტერესო საუბარი და გამოცდილების გაზიარება შედგა.

გერმანიის ბიზნესასოციაციის წევრების მასპინძლობა მნიშვნელოვანი შესაძლებლობა იყო „დიოს“ საქმიანობის საერთაშორისო ბიზნესსაზოგადოებისთვის უკეთ გასაცნობად, ახალი საქმიანი კონტაქტების დასამყარებლად და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივების განსახილველად.

„დიო“ აგრძელებს განვითარებას და საერთაშორისო ბიზნესურთიერთობების გაძლიერებას.

12
ნოე
2026
phone