კომპანია „დიომ“ დაარსებიდან 30 წლის იუბილე სასტუმრო „ბილტმორში“ გრანდიოზული, თუმცა ამავდროულად საოცრად თბილი საღამოს ორგანიზებით აღნიშნა, სადაც საკუთარ პარტნიორებს, ერთგულ მომხმარებლებსა და დამფუძნებლებს უმასპინძლა.
10 ივნისი, ეს თარიღი ჩვენთვის მხოლოდ ბიზნესის წარმატების, სამი ათწლეულის გამოცდილებისა და ლიდერობის სიმბოლო არ არის. წლების განმავლობაში ჩვენ ვისწავლეთ ყველაზე მთავარი — წარმატება აზრს კარგავს, თუ მას სხვებს არ ვუზიარებთ. სწორედ ამიტომ, გადავწყვიტეთ, ეს საზეიმო დღე კიდევ ერთი დიდი და კეთილი საქმის საწყისად გვექცია. ჩვენი მიზანი იყო გვეჩვენებინა, რომ „დიოს“ მისია მხოლოდ უმაღლესი ხარისხის პროდუქტის შექმნით არ შემოიფარგლება და ჩვენი სოციალური პასუხისმგებლობა ბევრად მეტს მოიცავს.

ხელოვნება სიცოცხლისა და იმედისთვის
ამ საღამოს მთავარ იდეად და ცენტრალურ მოვლენად „დიომ“ საქველმოქმედო აუქციონი აქცია, სადაც ქართველი მხატვრების მიერ შექმნილი საოცარი ნამუშევრები გამოიფინა. ჩვენ გვინდოდა, ხელოვნების ძალისხმევით, სინათლე და იმედი შეგვეტანა იქ, სადაც ეს ყველაზე მეტად სჭირდებათ.
მოხარულები და ამაყები ვართ, რომ ჩვენმა წამოწყებამ მოლოდინს გადააჭარბა: აუქციონზე წარმოდგენილი აბსოლუტურად ყველა ნახატი გაიყიდა!
„დიოს“ მიერ ორგანიზებული აუქციონიდან შემოსული სრული თანხა — 53210 ლარი მთლიანად გადაირიცხა ბავშვთა ჰოსპისის „ციცინათელების ქვეყანა / Firefly World“ ანგარიშზე. ეს არის ჩვენი საერთო წვლილი იმ პატარების მხარდასაჭერად, რომლებსაც განსაკუთრებული ზრუნვა და სითბო სჭირდებათ.
მადლიერება, რომელიც გვაერთიანებს
ეს დიდი და მნიშვნელოვანი საქმე ვერ შედგებოდა იმ ადამიანების გარეშე, რომლებიც გვერდით დაგვიდგნენ და გამოყვნენ ჩვენს ინიციატივას.
ამაყები და ბედნიერები ვართ, რომ ერთად შევძელით იმედის სხივის შეტანა იქ, სადაც ეს ყველაზე მეტად სჭირდებათ. გვჯერა, რომ ჩვენი 30-წლიანი გამოცდილება და ეს ნაბიჯი სტიმული იქნება სხვა კომპანიებისთვისაც, რათა ბიზნესის სოციალური პასუხისმგებლობა ქვეყანაში კიდევ უფრო მეტად გაძლიერდეს.
ერთად, ჩვენ იმაზე მეტი შეგვიძლია, ვიდრე უბრალოდ საქმის კეთებაა!