მოხარულები ვართ, რომ „დიო“-ში ვუმასპინძლეთ ევროპის ბიზნეს ასოციაციის (EBA) ახალგაზრდული აკადემიის წევრებს.
მონაწილეებმა ახლოდან გაიცნეს ჩვენი საქმიანობა, წარმოების პროცესი და კომპანიის 30-წლიანი განვითარების ისტორია, ხოლო „დიო“-ს თანადამფუძნებლისა და აღმასრულებელი დირექტორის, თამაზ დაუშვილის, გამოცდილების გაზიარებით მიიღეს მნიშვნელოვანი ცოდნა ბიზნესის შექმნისა და განვითარების შესახებ.
მონაწილეებს ასევე მიეცათ შესაძლებლობა დაეთვალიერებინათ „დიო“-ს ოფისი და საწარმოო სივრცეები, სადაც ახლოდან გაეცნენ კომპანიის საქმიანობას, ინოვაციურ პროცესებსა და ხარისხისადმი ჩვენს დამოკიდებულებას. მსგავსი გამოცდილებები მნიშვნელოვან როლს ასრულებს ახალგაზრდებისა და საქართველოს ბიზნეს საზოგადოების დაახლოებაში.
მონაწილეებს ეძლევათ შესაძლებლობა მიიღონ პრაქტიკული ცოდნა, რომელიც სცდება აუდიტორიულ სწავლებას და ეხმარება მათ პროფესიულ განვითარებასა და მომავალი კარიერის დაგეგმვაში.