Logo
სიახლეები
მედია
უფასო სასწავლო კურსი დასაქმების პერსპექტივით

უფასო სასწავლო კურსი დასაქმების პერსპექტივით

უფასო სასწავლო კურსი დასაქმების პერსპექტივით

„დიო“-ს, გლდანის პროფესიული კოლეჯისა და უნარების სააგენტოს პარტნიორობით შექმნილი სასწავლო კურსი გაძლევს შესაძლებლობას დაეუფლო ალუმინისა და მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯრებისა და გარე მზისგან დამცავი სისტემების მონტაჟის პროფესიას.

რატომ უნდა აირჩიო ეს კურსი?

  • სწავლება სრულად ფინანსდება სახელმწიფოს მიერ;
  • გაიცემა სახელმწიფოს მიერ აღიარებული ორენოვანი სერტიფიკატი;
  • პრაქტიკული და მოთხოვნადი პროფესია რეალური დასაქმების შესაძლებლობით.

 

მნიშვნელოვანი თარიღები:

სწავლის პერიოდი: 2026 წლის 6 ივლისს და დასრულდება 14 სექტემბერს (კვირაში 12 საათი).

რეგისტრაცია მიმდინარეობს: 28.05.2026 — 21.06.2026

 

რეგისტრაცია და დამატებითი ინფორმაცია:

დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით ან საჭიროების შემთხვევაში მიბრძანდით კოლეჯის ადმინისტრაციაში, დაგემახებით პროცედურების გავლაში:

პროგრამის აღწერა და დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: vet

შესავსები ფორმა: https://forms.gle/CHNqbt1eTg2Rj3Pg8

E-mail: profgldaniedu@gmail.com

0322 14 03 14 ან 0322 14 03 15;

29
მაი
2026
phone