“დიო” აქტიურად განაგრძობს თანამშრომლობას გლდანის პროფესიულ კოლეჯთან, რომლის ფარგლებშიც შეიქმნა კურსი “ალუმინისა და მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯრებისა და მზისგან დამცავი სისტემების მონტაჟი”.
2025 წლის ზაფხულის სემესტრში აღნიშნულ პროგრამაზე გადამზადებას შეძლებს 10 ადამიანი, რომელთაც “დიო”-ს პროფესიონალები 3 თვის განმავლობაში შეასწავლიან ყველა იმ დეტალს, რომელსაც გადის პროდუქცია აზომვიდან მის სრულყოფილ მონტაჟამდე. კურსის თეორიული სწავლებისთვის გლდანის კოლეჯში შექმნილია ყველა საჭირო ინვენტარით აღჭურვილი სივრცე, რომელიც სპეციალურად “დიო”-ს სტუდენტებისთვისაა განკუთვნილი, ხოლო პრაქტიკული ნაწილის შესწავლა ხორციელდება “დიო”-ს თანამედროვე, ევროპული სტანდარტების საწარმოში რეალურ სამუშაო პროცესებში ჩართულობით, ხოლო წარჩინებულ სტუდენტებს ეძლევათ საშუალება კარიერა განავითარონ და დასაქმდნენ “დიო”-ს გუნდში.
შეგახსენებთ, რომ აღნიშნული კურსი უკვე მე-2 წელია ტარდება და ვიმედოვნებთ, რომ კიდევ დიდხანს გაგრძელდება “დიო”-სა და გლდანის კოლეჯის პარტნიორობა, რომლის ფარგლებშიც, უფრო მეტი ადამიანი შეძლებს სრულყოფილად დაეუფლოს და დასაქმდეს ახალი პროფესიით.