„დიო“-სა და გლდანის პროფესიულ კოლეჯს შორის თანამშრომლობის ფარგლებში, დაიწყო მიღება სრულიად უფასო სასწავლო პროგრამაზე, რომელიც მოიცავს ალუმინისა და მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯრების და გარე მზისგან დამცავი სისტემების მონტაჟს.
სასწავლო კურსს გაუძღვებიან „დიო“-ს გამოცდილი პროფესიონალები, რომლებიც მონაწილეებს მიაწვდიან როგორც თეორიულ ცოდნას, ასევე პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს. სასწავლო პროცესი ჩატარდება სპეციალურად აღჭურვილ სივრცეში, გლდანის პროფესიულ კოლეჯში, სადაც სტუდენტებს ექნებათ შესაძლებლობა იმუშავონ თანამედროვე ხელსაწყოებითა და ტექნოლოგიებით.
პროგრამის ხანგრძლივობაა 3 თვე. რეგისტრაცია მიმდინარეობს 6 ივლისის ჩათვლით, სწავლა კი დაიწყება 14 ივლისს.
სწავლის დასრულების შემდეგ, მონაწილეებს ელით დასაქმების რეალური პერსპექტივა.
კურსზე რეგისტრაციის პირობაა იყო სრულწლოვანი საქართველოს მოქალაქე და გქონდეს საბაზისო (სასკოლო) განათლება.
არ გამოტოვო ეს შესაძლებლობა! დარეგისტრირდი და შეიძინე მოთხოვნადი, მაღალანაზღაურებადი პროფესია სრულიად უფასოდ.
შეავსეთ სარეგისტრაციო ფორმა : https://forms.gle/3VxKYo8uavCzj99H6
დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით:
ტელეფონი: 0322 140314, 0322 140315;
E-mail: profgldaniedu@gmail.com