ხუთშაბათს, 22 მაისს, „დიო“-ს International Chamber of Commerce in Georgia/საერთაშორისო სავაჭრო პალატის წევრები ესტუმრნენ, მათ შორის,, Qspeed Robotics, მიფასი, აქვალაინი, იმედი ლ, დეიზი და სხვა ლიდერი კომპანიების წარმომადგენლები.
ვიზიტის ფარგლებში, სტუმრები გაეცნენ კომპანიის საქმიანობას, დაათვალიერეს საწარმო და გაეცნენ „დიო“-ს წარმატების ისტორიას. აღსანიშნია, რომ მსგავსი შეხვედრები საკმაოდ ნაყოფიერია, რადგან წევრებს საშუალება ეძლევათ უკეთ გაეცნონ ერთმანეთის საქმიანობას და შემდგომში დაგეგმონ ერთობლივი პროექტები.
„დიო“ აქტიურად თანამშრომლობს მსგავს გაერთიანებებთან და შემდგომშიც არაერთი საინტერესო შეხვედრა იგეგმება.