Logo
სიახლეები
მედია
თამაზ დაუშვილის ლექცია თსუ-ს სტუდენტებს!

თამაზ დაუშვილის ლექცია თსუ-ს სტუდენტებს!

პარასკევს, 23 მაისს, EBA Youth Academy-ს ორგანიზებით „დიო“-ს თსუ-ს სტუდენტები ეწვივნენ, რომლის ფარგლებშიც, კომპანიის თანადამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა, თამაზ დაუშვილმა ჩაატარა ლექცია ბიზნესის წარმატებულად მართვაზე.

ვიზიტის ფარგლებში, სტუდენტებს ჰქონდათ საშუალება გაცნობოდნენ წარმატებული ბიზნესის საიდუმლოებებს, ასევე, დაათვალიერეს „დიო“-ს თანამედროვე საწარმო, სადაც გაეცნენ პროდუქციის წარმოების ეტაპებს. შეხვედრის დასასრულს კი, თამაზ დაუშვილმა გაუზიარა სტუდენტებს საკუთარი გამოცდილება და ის ნაბიჯები, რომლებიც გადადგა წარმატებული, ბაზარზე ლიდერი კომპანიის ჩამოყალიბებაში.

მსგავსი შეხვედრები მნიშვნელოვანია, რადგან სტუდენტებს ეძლევათ საშუალება კიდევ უფრო კარგად გაეცნონ კომპანიის საქმიანობას, ჰქოდეთ უშუალო კომუნიკაცია მმართველ პარტნიორებთან, გაიზიარონ მათი ცოდნა და გამოცდილება.

27
მაი
2025
phone