1 აპრილს სასტუმრო „შერატონ გრანდ თბილისში“ „საქართველოს ამერიკელი მეგობრების“ მიერ საქველმოქმედო აუქციონი გაიმართა, კომპანია „დიო“-მ კი ღონისძიების სპონსორობის გარდა აუქციონზე რუსუდან ჩიკვაიძის სპეციალურად ამ დღისადმი შექმნილი ნახატიც შეიძინა.
„ღონისძიებას უდიდესი სიამოვნებით დავესწარით. სოციალური მიზნების გააზრება, კარგად დაგეგმილი ფილანტროპული პროგრამები და მხარდაჭერა ადამიანების საჭიროებების უზრუნველყოფას გულისხმობს, რაც უმნიშვნელოვანესი და შეიძლება ითქვას თითოეული ჩვენგანის გარკვეულწილად ვალდებულებაცაა. სწორედ ამიტომ, განსაკუთრებულად გვახარებს, რომ წლევანდელ ღონისძიებას შეძლებისდაგვარად მხარი დავუჭირეთ და ძეგვის თავშესაფრის დახმარებაში საკუთარი წვლილი შევიტანეთ. საღამომ არაჩვეულებრივად ჩაიარა, შევიძინეთ შესანიშნავი ქართველი მხატვრის ნახატი, რომელიც ჩვენი კომპანიის გალერეას ნამდვილად დაამშვენებს.“ - აცხადებენ კომპანია „დიო“-ში.
შეგახსენებთ, პანდემიდან გამომდინარე გარკვეული დროით შეჩერების შემდეგ გალა ღონისძიება პირვლად გაიმართა, საღამომ კოქტეილის, ვახშმის, ცოცხალი აუქციონის, მუსიკისა და სხვა მრავალი სიურპრიზის თანხლებით ჩაიარა. კომპანია „დიო“-ს კი მსგავსი ტიპის ღონისძიებებში არა-ერთხელ მიუღია მონაწილეობა და ჩართულობას სამომავლო CSR აქტივობების კუთხით კვლავ სიამოვნებით გეგმავს.