Logo
სიახლეები
მედია
ირმა დაუშვილი ქალი მეწარმე - გულნარა რომანაძის მენტორია!

ირმა დაუშვილი ქალი მეწარმე - გულნარა რომანაძის მენტორია!

ბიზნესლიდერთა ფედერაცია „ქალები მომავლისთვის“ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან (EBRD) პარტნიორობითა და შვედეთის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით დანერგილ მენტორინგის პროგრამაში ირმა დაუშვილი ქალი მეწარმე - გულნარა რომანაძის მენტორია.

„პონგინო ვაინი“ გულნარა რომანაძის და ირაკლი ყირმელაშვილის საოჯახო მეღვინეობაა, რომელიც 2017 წელს დაარსდა. მათი მარანი სოფელ ხაშმში მდებარეობს და მეწარმეები რამდენიმე ტიპის ღვინოს, ლიქიორსა და სხვადასხვა ხილის მურაბას აწარმოებენ. მცირე მარანში ტურისტებს შესაძლებლობა აქვთ სუფთა ჰაერის ფონზე ქართული ღვინო და ტრადიციული კერძები დააგემოვნონ.

„უკვე რამდენიმე თვეა აღნიშნულ პროგრამაში ვმონაწილეობ და მენტორობას ქალ მეწარეებს სიამოვნებით ვუწევ. ძალიან სასიხარულოა, როდესაც ვხედავ ადამიანებს, რომლებიც აქტიურად არიან ჩართულნი სამეწარმეო საქმიანობაში, მაქსიმალურად ცდილობენ განვითარებას და ამით ქვეყანაში ბიზნეს გარემოს უკეთესობისკენ ცვლიან. ნებისმიერი ბიზნესის დაწყება რისკთან და გამბედაობასთან ასოცირდება, აუცილებელია გიყვარდეს ის, რასაც აკეთებ - საქმის მიმართ ასეთ დამოკიდებულებას კი შედეგი ყოველთვის მოაქვს. დასაწყისშივე მნიშვნელოვანია განისაზღვროს  პუნქტები, პრიორიტეტები და მიმართულებები, ბაზრის ანალიზი, მარკეტინგული სტრატეგია, მენეჯმენტი, ბიუჯეტი, პერსონალი და ა.შ.

წლების განმავლობაში დაგროვილ საკუთარ ცოდნასა და გამოცდილებას მეწარმეებს სიამოვნებით ვუზიარებ. იმედი მაქვს, ვგულშემატკივრობ და დიდი მოლოდინით ველოდები საქართველოში ქალების ბიზნეს სექტორში კიდევ უფრო მეტად გააქტიურებას, ჩართულობასა და მათ მიერ ძლიერი გარემოს შექმნას. - აცხადებს ბიზნესლიდერთა ფედერაციის "ქალები მომავლისთვის" სამეთვალყურეო საბჭოს წევრი და კომპანია „დიო“-ს დამფუძნებელი & გენერალური დირექტორი - ირმა დაუშვილი.

შეგახსენებთ, პროგრამის ფარგლებში ირმა დაუშვილმა ქართული სანებივრო სამოსის მწარმოებელი ბრენდის „ნინეა“ -ს  შემქმნელ ახალგაზრდა გოგონებს მენტორობა გაუწია.

03
აპრ
2023
phone