Logo
სიახლეები
მედია
„დიო“ მაგიდის ჩოგბურთის ჩემპიონატის სპონსორია!

„დიო“ მაგიდის ჩოგბურთის ჩემპიონატის სპონსორია!

25-26 მარტს სპორტული კომპლექსი "ვაკის საცურაო აუზში" ჩოგბურთის ჩემპიონატი ჩატარდა, კომპანია „დიო“ კი ღონისძიების მხარდამჭერი და სპონსორი გახლდათ. A ლიგაში სამი გამარჯვებული გამოვლინდა, რომლებსაც საჩუქრად „დიო“-ს 300; 200 და 100 ლარიანი ვაუჩერები გადაეცათ. გარდა ამისა კომპანიამ ღონისძიების იმ გულშემატკივართა და მონაწილეებისთვის, რომლებსაც შემთხვევითობის პრინციპით დოლურადან იღბლიანი ნომრები ერგოთ საჩუქრად 100 ლარიანი ვაუჩერები დააწესა. პრიზის მფლობელებს ნებისმიერ ფილიალში აქვთ შესაძლებლობა კომპანიაში არსებული 80-ზე მეტი დასახელების პროდუქტიდან სასურველი შეარჩიონ.

„ღონისძიებამ ძალიან აზარტულად და ემოციურად ჩაიარა. სიამოვნებით გამოვხატეთ ჩემპიონატის გამართვისადმი მხარდაჭერა, რომელიც გარდა სპორტის ამ სახეობის პოპულარიზაციას, ასევე ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას ემსახურება.

გულშემატკივართა აქტიურობა განსაკუთრებულ გარემოს ქმნიდა, ხოლო თითოეული მონაწილე სრული პასუხისმებლობითა და მონდომებით ასპარეზობდა.

ჩვენთვის განსაკუთრებულად სასიამოვნო იყო, როდესაც გამარჯვებულებს კომპანია „დიო“-ს სასაჩუქრე ვაუჩერები გადავეცით, მოხარულნი ვიქნებით თუ ჩვენი პროდუქცია მათ ინტერიერს/ ექსტერიერს კიდევ უფრო კომფორტულს და ფუნქციურს გახდის.

ვულოცავთ გამარჯვებულებს და ვუსურვებთ წარმატებას.“- აცხადებენ კომპანია „დიო“-ში.

შეგახსენებთ, კომპანია „დიო“ სპორტულ ღონისძიებებსა და ჯანსაღი ცხოვრების წესის გააქტიურების მიზნით მიმართულ კამპანიებში მუდმივად სიამოვნებით ერთვება.

28
მარ
2023
phone