Logo
სიახლეები
მედია
კომპანია „დიო“-ში დავით ღვაბერიძემ სტაჟირება წარმატებით გაიარა!

კომპანია „დიო“-ში დავით ღვაბერიძემ სტაჟირება წარმატებით გაიარა!

კომპანია „დიო“-ში დავით ღვაბერიძემ სტაჟირება წარმატებით გაიარა!

18 იანვარს კომპანია „დიო“-ს გენერალურმა დირექტორმა - ირმა დაუშვილმა და მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა - ეკატერინე სიფრაშვილმა დავით ღვაბერიძეს სტაჟირების წარმატებით გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატი და სიმბოლური საჩუქრები გადასცეს.

დავითი აგრარული უნივერსიტეტის ბიზნეს ადმინისტრირების ფაკულტეტის მესამე კურსზეა. სტაჟირებაც შესაბამისად„დიო“-ს მარკეტინგის დეპარტამენტში სამი თვის განმავლობაში გაიარა. ამ პერიოდის განმავლობაში პროგრამა მიზნად ისახავდა პრაქტიკული უნარჩვევების გამომუშავებასა და პროფესიული განვითარების ხელშეწყობას.

„ჩვენთვის ძალიან სასიამოვნო იყო დავითთან ურთიერთობა და თანამშრომლობა. მაქსიმალურად ვეცადეთ მისთვის სრულყოფილი, სასარგებლო ინფორმაცია გაგვეზიარებინა. ასევე პრაქტიკაში გვეჩვენებინა მარკეტინგის დეპარტამენტი კომპანიის სხვადასხვა აქტივობების, კამპანიების, სიახლეების დაგეგმვისას რა ცოცხალ პროცესებს გადის. გარემო, სადაც დავითმა პროგრამა სრულყოფილად გაიარა ვეცადეთ მეგობრული და შემოქმედებითად თავისუფალი ყოფილიყო. ვფიქრობ ნაყოფიერად ჩაიარა სტაჟირების სამმა თვემ, დავითს კი წარმატებას ვუსურვებთ.“ - აცხადებს კომპანია „დიო“-ს მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ეკატერინე სიფრაშვილი.

შეგახსენებთ, „დიო“ სტუდენტებისთვის სასარგებლო აქტივობებსა და პროფესიული განვითარების ხელშემწყობ კამპანიებს საკმაოდ ხშირად ანხორციელებს. კომპანია ახალგზრდების მხარდაჭერასა და სტიმულირებას სამომავლოდ კვლავ გეგმავს.

18
იან
2023
phone