Logo
სიახლეები
მედია
„დიო“-სა და „ტენე“-ს შორის მემორანდუმი გაფორმდა!

„დიო“-სა და „ტენე“-ს შორის მემორანდუმი გაფორმდა!

„დიო“-სა და „ტენე“-ს შორის მემორანდუმი გაფორმდა!

24 აპრილს  „დიო“-სა და „ტენე“-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომლის თანახმად კომპანიაში გამოყენებული პლასტმასი სრულად მწვანე ურნაში მოთავსდება, გადამუშავების შედეგად კი მეორადი გამოყენებისთვის მზად იქნება.

„დამაბინძურებელი ნივთიერებების, მათ შორის პლასტმასის მოხვედრა ფიზიკურ გარემოში ცოცხალ ორგანიზმებს მნიშვნელოვან ზიანს აყენებს. „დიო“-ში ეკოლოგიურ კეთილდღეობას დიდ ყურადღებას ვაქცევთ, აქედან გამომდინარე კომპანიაში დაგროვებული მაკულატურა სრულად გადამუშავებისთვის „მაკულიტერატურას“ გადაეცემა.  ამავდროულად ალუმინისა და მეტალოპლასტმასის მასალების ნარჩენები იგზავნება გადასამუშავებლად და მეორად მოსახმარად, გარდა ამისა ახლა უკვე „ტენესთან“ თანამშრომლობა აქტიურად დავიწყეთ და გამოყენებული ბოთლები, ჭიქები, საჭმლის კონტეინერები, დანები, ჩანგლები და პლასტმასის თეფშები დღეიდან მწვანე ყუთში განთავსდება შემდეგი გადამუშავებისთვის. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებამ ერთმანეთის მხარდაჭერითა და მოტივაციით ეკოლოგიის გამოსწორებასა და გაუმჯობესებაში საკუთარი წვლილი შევიტანოთ.“ -აცხადებენ კომპანია „დიო“-ში.

შეგანხსენებთ, „დიო“ საკმაოდ აქტიურად არის ჩართული სხვადასხვა სი ეს არ კამპანიებში, მათ შორის კომპანია ხელს უწყობს ნარჩენების სწორად გადამუშავებასა და შესაბამისად გარემოს საშიში ნივთიერებებისგან დაცვას.

04
მაი
2023
phone