”დიო”- ში შეგიძლიათ შეუკვეთოთ გერმანულ - პოლონური კომპანია “ Aluprof ”-ისა და თურქული კომპანია ASAŞ-ის ალუმინის ფასადის სისტემები.
ფასადის სისტემებში გამოყენებულია თანამედროვე და უმაღლესი ხარისხის ალუმინის პროფილები და აქსესუარები, რაც უზრუნველყოფს მაქსიმალურ ჰერმეტულობასა და თერმოიზოლაციას.
თუ გაქვთ მრავალფეროვანი და საინტერესო იდეები, მაშინ ფასადის სისტემები სწორედ ის არის რაც დაგაინტერესებთ.
პროდუქტი ხშირად გამოიყენება ისეთ დაწესებულებებში როგორებიცაა სასტუმროები, კლინიკები, კომერციული დაწესებულებები და ა.შ.
კარ-ფანჯრები შენობის ექსტერიერის და ინტერიერის მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილია. ალუმინის კარ-ფანჯრები ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი პროდუქტია (გამოიყენება ალუმინის პროფილები). ალუმინზე მოთხოვნა განაპირობა მისმა ტექნიკურმა მონაცემებმა და კლიმატური პირობებისადმი გამძლეობამ.