„დიო“-ში შეგიძლიათ შეუკვეთოთ სივრცის გაყოფის იდეალური საშუალება: „მინის ტიხარი“.
მისი გამოყენება განსაკუთრებით ეფექტური და აუცილებელია ისეთ დაწესებულებებში, სადაც დიდი მნიშვნელობა ენიჭება წინა ხაზზე მყოფი თანამშრომლების უსაფრთხოების ნორმების დაცვას.
მაგ.: საავადმყოფოები, ბანკები, აფთიაქები, სალაროები და ა.შ.
მისი ძირითადი უპირატესობაა:
„მინის ბარიერი“-ს მზადდება უმაღლესი ხარისხის ნაწრთობი მინით, შესაბამისად დამუშავებულია ქიმიურად და თერმულად. მტკიცეა ტემპერატურის ცვლილების დროს და გამოირჩევა მაქსიმალური მდგრადობით.
ნაწრთობი მინა დამტვრევისას ადამიანის სიცოცხლეს ფაქტიურად საფრთხეს არ უქმნის, ვინაიდან ძალიან მცირე ნაწილაკებად იმსხვრევა.
ამასთანავე აღნიშნული პროდუქტი წარმოადგენს თანამედროვე არქიტექტურის მნიშვნელოვან ელემენტს, ერგება და მრავალფეროვანს ხდის ნებისმიერი ტიპის ინტერიერს.
ტექნიკური მახასიათებლები:
მზადდება 6- 8 – 10 მმ-იანი ნაწრთობი (უსაფრთხო) მინით
სიგანე: მაქსიმუმ 1,8მ
სიგრძე: მაქსიმუმ 1,0მ
სამაგრის ტიპისა და ზედაპირიდან გამომდინარე ზომები შესაძლებელია შეიზღუდოს.