Logo

ელექტრო ფარდა-როლეტი

ელექტრო ფარდა-როლეტი
ელექტრო ფარდა-როლეტი
ელექტრო ფარდა-როლეტი
ელექტრო ფარდა-როლეტი
ელექტრო ფარდა-როლეტი
ელექტრო ფარდა-როლეტი
ელექტრო ფარდა-როლეტი
ელექტრო ფარდა-როლეტი
ელექტრო ფარდა-როლეტი
ელექტრო ფარდა-როლეტი
ელექტრო ფარდა-როლეტი
ელექტრო ფარდა-როლეტი
ელექტრო ფარდა-როლეტი
მზისგან დამცავი
მზისგან დამცავი

დიოს ელექტრო ფარდა-როლეტი პულტით იმართება. ღილაკზე დაჭერით შეგიძლიათ ფარდა ასწიოთ, ჩამოსწიოთ ან სასურველ სიმაღლეზე გააჩეროთ. 

როდის გამოგადგებათ ელექტრო როლეტი? 

  • როცა როლეტი დიდი ზომისაა. ფართო ვიტრაჟზე ან იატაკიდან ჭერამდე ფანჯარაზე დიდი ფარდის ყოველდღე ხელით აწევა ძალისხმევას მოითხოვს. ელექტრო როლეტის შემთხვევაში ფარდას ძრავა ამოძრავებს. 
  • როცა ფანჯარა მაღლაა ან მასთან მისვლა რთულია. თუ ფანჯარასთან დივანი ან სამუშაო მაგიდა დგას, ან მართვის მექანიზმს ხელით ვერ სწვდებით, ფარდის სიმაღლეს ოთახის მეორე ბოლოდანაც შეცვლით. 
  • როცა ერთ ოთახში რამდენიმე როლეტია. მისაღებში ან ოფისში, სადაც ფანჯრები მთელ კედელს მიუყვება, თითოეულ ფანჯარასთან მისვლა აღარ გიწევთ. თუ გსურთ რამდენიმე ფარდის ერთდროულად მართვა, შეკვეთისას ეს კონსულტანტს უთხარით, რომ შესაბამისი სისტემის შერჩევაში დაგეხმაროთ. 
ჭკვიანი ელექტრო როლეტი
 
დიოში ასევე შეგიძლიათ შეარჩიოთ ჭკვიანი ელექტრო ფარდა-როლეტი. მობილური აპლიკაციით ფარდას ასწევთ, ჩამოსწევთ ან სასურველ სიმაღლეზე გააჩერებთ.
მართვის ავტომატიზაციაც შეგიძლიათ — მაგალითად, დააყენოთ განრიგი, რომ ფარდა დილით გაღვიძების დროს აიწიოს, საღამოს კი თავისით ჩამოეშვას.
 
რამდენად დაჩრდილავს ელექტრო როლეტი ოთახს? 

დაჩრდილვის ხარისხს ქსოვილი განსაზღვრავს. თუ მისაღებში ან სამუშაო ოთახში პირდაპირი მზის შუქის შერბილება გსურთ და თან გინდათ, ოთახი ნათელი დარჩეს, შეარჩიეთ სინათლის გამფანტავი ქსოვილი. საძინებლისთვის ან საპრეზენტაციო სივრცისთვის, სადაც მეტი სიბნელე გჭირდებათ, გამოგადგებათ დამაბნელებელი ქსოვილი (blackout). თუ სრული დაბნელება გსურთ, მონტაჟის ადგილიც გაითვალისწინეთ — გვერდებიდან შემოსული სინათლე საბოლოო შედეგზე მოქმედებს. 

რა ღირს ელექტრო როლეტი? 

მოგვწერეთ, რამდენ ფანჯარაზე გსურთ როლეტის დამონტაჟება და მიგვითითეთ თითოეულის სავარაუდო ზომა — სიგანე × სიმაღლე. დიოს კონსულტანტი დაგეხმარებათ ქსოვილისა და მართვის სისტემის შერჩევაში და მოგიმზადებთ შეთავაზებას. 

On-Line გამოძახება განვადება

ელექტრო ფარდა-როლეტი დისტანციური მართვით | დიო 
 

დიოს ელექტრო ფარდა-როლეტი დიდი, მაღალი ან ძნელად მისადგომი ფანჯრებისთვის. შეარჩიეთ ქსოვილი სასურველი დაჩრდილვისთვის და გაიგეთ თქვენი ზომის როლეტის ფასი. 

დიო-ს პროდუქციის მაღალ ხარისხს განაპირობებს კომპანიაში 2004 წლიდან დანერგილი და მოქმედი ხარისხის მართვის სისტემა ISO 9001:2008
phone