ელექტრო ფარდა
ელექტრო ფარდა პულტის ღილაკზე დაჭერით იხსნება და იხურება. ქსოვილი ელექტრო კარნიზზე გვერდულად მოძრაობს და გაღებისას ნაკეცებად იკრიბება. ავტომატური ფარდა განსაკუთრებით მოსახერხებელია ფართო ვიტრაჟთან, მაღალჭერიან ოთახში ან საძინებელში, სადაც დილით ფარდის გადაწევა საწოლიდანვე გსურთ.
თუ ფარდის მობილურით მართვა გსურთ, დიოში შეგიძლიათ შეარჩიოთ ჭკვიანი ფარდა. აპლიკაციიდან ფარდას გახსნით, დახურავთ ან მის მოძრაობას თქვენს დღის რეჟიმს მოარგებთ. მაგალითად, შეგიძლიათ დააყენოთ განრიგი, რომ სამუშაო დღეებში საძინებლის ფარდა გაღვიძების დროს გაიხსნას, საღამოს კი თავისით დაიხუროს.
შეიძლება თუ არა თხელი და სქელი ფარდის ცალ-ცალკე მართვა?
დიახ. თუ დღისით ოთახში ბუნებრივი სინათლის შენარჩუნება გსურთ, შეგიძლიათ თხელი ფარდა დატოვოთ, საღამოს კი სქელი ფარდაც დახუროთ. ორივე ფენის დამოუკიდებლად სამართავად თითოეული ქსოვილი ცალკე ელექტრო კარნიზზე მონტაჟდება და თითოეულ კარნიზს საკუთარი ძრავი აქვს.
საორიენტაციო ფასის გასაგებად მოგვწერეთ დასაფარი სივრცის სიგანე და ფარდის სასურველი სიმაღლე. მიგვითითეთ, ერთი ფენა გჭირდებათ თუ ორი და როგორ გსურთ ფარდის მართვა — პულტით თუ მობილური აპლიკაციითაც. დიოს კონსულტანტი შესაბამისი ქსოვილისა და სისტემის შერჩევაში დაგეხმარებათ და შეთავაზებას მოგიმზადებთ.
ელექტრო ფარდა – პულტით მართვა და ჭკვიანი ფარდა | დიო
შეარჩიეთ ელექტრო ფარდა პულტით მართვისთვის ან ჭკვიანი ფარდა მობილური აპლიკაციითა და განრიგით მართვისთვის. გაიგეთ თქვენი ზომის ფასი დიოში.
დიო-ს პროდუქციის მაღალ ხარისხს განაპირობებს კომპანიაში 2004 წლიდან დანერგილი და მოქმედი ხარისხის მართვის სისტემა ISO 9001:2008