ავტოფარეხის სექციური კარი, უზრუნველყოფს თქვენი ავტოფარეხის საიმედო დაცვას.
მისი უპირატესობებია:
ავტოფარეხის სექციური კარი:
მართვა:
ავტოფარეხის სექციური კარის მექანიკური ნაწილი შედგება ევროპული წარმოების უმაღლესი ხარისხის მეტალის პანელებისგან, (რომლის შიგთავსი ამოვსებულია პოლიურეტანის ქაფით - რაც უზრუნველყოფს მის თბოიზოლაციის მაღალ მაჩვენებელს) და რეგულირებადი მეტალის მექანიზმებისგან.
შესაძლებელია პანელებში, როგორც ორგმინის ფანჯრების ჩამონტაჟება (მეტი სინათლისთვის), ასევე ჩასმული საცალფეხო კარის, რომელიც მთლიანი კარის პრაქტიკულობას უზრუნველყოფს.
მსგავსი კარი გამოიყენება საწარმოო შენობებში, კომუნალურ ობიექტებზე და ფარეხებში.
ავტოფარეხის სექციური კარი სულ უფრო ხშირად გამოიყენება თანამედროვე სახლების, ვილების თუ ავტო-პარკინგების მშენებლობისას. ავტოფარეხის სექციურ კარი სხვა ტიპის კარებისგან განსხვავებით მარტივია და უსაფრთხოა გამოსაყენებლად! ავტოფარეხის კარი ღიობს ხურავს თითქმის ჰერმეტულად და ქმნის საუკეთესო თბოიზოლაციას.
ავტოფარეხის სექციური კარის მართვა შესაძლებელია როგორც ძრავის საშუალებით, ასევე ხელით, მექანიკურად.
ავტოფარეხის სექციური კარის ავტომატიზაცია ხდება: წონიდან, ფართობიდან და მოძრაობის ტრაექტორიიდან გამომდინარე შესაბამისი მოდელის და სიმძლავრის ძრავით, უსაფრთხოების ფოტოელემენტით, ასევე მომხმარებლის სურვილის გათვალისწინებით დამატებითი ღილაკით.
სექციური კარი შეესაბამება თანამედროვე ტენდენციებს, რაც არქიტექტორს საშუალებას აძლევს აქციოს განსაკუთრებულ ელემენტად.