Novo Speed Solution -სწრაფი, ფუნქციონალური და ინდივიდუალური.
სექციური კარი არის ფართოდ გამოყენებადი, ინდუსტრიული ობიექტების ფასადებზე არსებული ღიობების ჰერმეტული დახურვისთვის; განსაკუთრებით ეფექტურია საწარმოო სივრცეებსა და შენობებში, ხელს უწყობს ტემპერატურის შენარჩუნებას. კარის ფარდის სწრაფი მოძრაობა (აწევა/დაწევა) ახდენს საწარმოო პროცესების ოპტიმიზაციასა და არსებული საწარმოო პოტენციალის ეფექტურად გამოყენებას.
ინდუსტრიული სექციური კარი გამოიყენება სამრეწველო და სასაწყობე შენობებში, ავტოსერვისებში, სახანძროებსა და სხვა საზოგადოებრივი დანიშნულების ობიექტებში დიდი და მცირე ზომის სატრანსპორტო საშუალებების შესასვლელებისთვის. ინდუსტრიული კარი (სასაწყობე კარი, სამრეწველო კარი, ავტოსერვისების კარი) გამოირჩევა თბოეფექტურობით და მაღალი დონის უსაფრთხოებით. ინდუსტრიული სექციური კარი ერთმანეთზე ფოლადის ანჯამებით გადაბმული სენდვიჩ-პანელებისგან შედგება.