"დიო"- ში შეგიძლიათ შეუკვეთოთ თურქული წარმოების "Veratec"-ის პროფილებისგან დამზადებული უმაღლესი ხარისხის მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯარა.
„დიო“-ს მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯრის მაღალ ხარისხს განაპირობებს:
კომპანია „დიო“ წარმოადგენს საქართველოში „Veratec”-ის პროფილების ოფიციალურ იმპორტიორს. აღნიშნული პროფილების წარმოება მსოფლიო ბაზარზე მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯრებზე არსებული მაღალი მოთხოვნიდან გამომდინარე 1997 წლიდან დაიწყო კომპანიამ “Asas”, რომელიც თურქეთში ერთადერთი წამყვანი მწარმოებელია სამეცნიერო-კვლევითი ცენტრით და ასევე შედის ევროპის ამ სფეროს ლიდერი კომპანიების სიაში.
კომპანია წლის განმავლობაში მთელ მსოფლიოს ამარაგებს 35 000 ტონა მეტალოპლასტმასის პროფილით. მათი წარმომადგენლები ჩართულები არიან კომპანია „დიო"-ში არსებული საწარმოო პროცესების ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფაში.
„დიო“-ში კარ-ფანჯრებისა და მინა-პაკეტების წარმოება მიმდინარეობს თანამედროვე ტექნოლოგიის შესაბამისად ფირმა "URBAN" -ის მაღალი ხარისხის მანქანა- დანადგარების გამოყენებით.
„დიო“-ში დამზადებული კარ-ფანჯრების ხარისხი სრულად შეესაბამება ევროპულ სტანდარტებს.