შპს "დიო" წამყვანი კომპანიია საქართველოში ფარდა-ჟალუზებისა და მეტალო-პლასტმასის კარ-ფანჯრების წარმოებაში. ფირმა "დიო" დაარსებიდან 25-ე წელს ითვლის.
კომპანიის სათაო ოფისი და ქარხანა განლაგებულია თბილისში, ხოლო საქართველოს რეგიონებში კომპანიას აქვს წარმომადგენლობები.
"დიო" -ს წარმატების ერთ-ერთი გამსაზღვრელი დასაქმებულთა კვალიფიკაციაა. საქმისადმი დიდი პასუხისმგებლობით მიდგომამ, მომსახურების და პროდუქციის ხარისხის გაუმჯობესებისაკენ მუდმივმა სწრაფვამ აქცია კომპანია ბაზარზე ლიდერად. იმედია "დიო" თქვენთვისაც წარმატებულ სამუშაო ადგილად იქცევა, სადაც შეძლებთ მიიღოთ დამატებით გამოცდილება, დახვეწოთ და გაიმდიდროთ ცოდნა.
შ.პ.ს "დიო" აცხადებს ახალ ვაკანსიას ალუმინის ფასადების კონსტრუქტორის (AutiCAD) პოზიციაზე.
ანგარიშვალდებულია: ტექნიკური სამსახურის უფროსთან
სამუშაო ადგილი: კომპანიის სათავო ოფისი, დ.აღმაშენებილს ხეივანი მე-12 კმ;
ჩვენი შემოთავაზებაა:
** კომფორტული სამუშაო პირობები;
** 5 დღიანი სამუშაო კვირა,
** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** წახალისების სისტემა;
** კვებით უზრუნველყოფა;
ჩვენი მოთხოვნებია:
** განათლება ტექნიკური (მიმართულება: საინჟინრო, არქიტექტურის)
** აუცილებელია მსგავს პოზიციაზე მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება
** აუცილებელია MS Office-ის და
** აუცილებელია არქიტექტურული პროგრამის AutoCad საფუძვლიანი ცოდნა
** სასურველია ArchiCAD და LOGIKAL პროგრამების ცოდნა
** გუნდში მუშაობის გამოცდილება
** ნახაზის წაკითხვის უნარი
** დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღების უნარია
** ლოგიკური აზროვნება
** მოსმენის უნარი
ძირითადი მოვალეობებია:
** ალუმინის კონსტრუქციების დამუშავება პროგრამულად
** მასალის დათვლა
** ავტოკადის ნახაზიდან ზომების და კონფიგურაციის ამოღება
** დამზადების ტექნიკური ბარათების შედგენა.
** შეკვეთის კალკულაციის შედგენა;
ვაკანსიით დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ CV ელექტრონულ ფოსტაზე: hr@dio.ge და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: ალუმინის ფასადების კონსტრუქტორი.
განცხადების მიღების ბოლო ვადაა: 2020 წლის 30 ივლისი.
მხოლოდ გასაუბრებისთვის შერჩეულ კანდიდატებთან მოხდება სატელეფონო საშუალებით დაკავშირება, რის შემდეგაც დაინიშნება შეხვედრა. (ეპიდსიტუაციის გათვალისწინებით, ყველა დადგენილი ნორმის შესაბამისად)
აქვე გაცნობებთ, რომ დიო ატარებს ანტიდისკრიმინაციულ და თანასწორობის პოლიტიკას და კანდიდატის შერჩევისას ვითვალისწინებთ მხოლოდ მის პროფესიულ ცოდნას, სამუშაოსთან რელევანტურ გამოცდილებასა და უნარ-ჩვევებს. დიო ადასტურებს, რომ შერჩევისა და თანამშრომლების ნებისმიერ ეტაპზე გამორიცხულია კანდიდატების დისკრიმინაცია ნებისმიერი ნიშნით.
გისურვებთ წარმატებებს!