შპს „დიო“ დაარსებიდან 25-ე წელს ითვლის და წამყვანი კომპანიაა საქართველოში ფარდა-ჟალუზებისა და მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯრების წარმოებაში.
კომპანიის სათაო ოფისი და ქარხანა მდებარეობს თბილისში, ხოლო საქართველოს რეგიონებში კომპანიას აქვს წარმომადგენლობები.
„დიო“-ს წარმატების ერთ–ერთი განმსაზღვრელი დასაქმებულთა კვალიფიკაციაა. საქმისადმი დიდი პასუხისმგებლობით მიდგომამ, მომსახურების და პროდუქციის ხარისხის გაუმჯობესებისაკენ მუდმივმა სწრაფვამ კომპანია ბაზარზე ლიდერად აქცია.
იმედია „დიო“ თქვენთვისაც წარმატებულ სამუშაო ადგილად იქცევა, სადაც შეძლებთ მიიღოთ დამატებით გამოცდილება, დახვეწოთ და გაიმდიდროთ ცოდნა.
შპს "დიო" აცხადებს ვაკანსიას აზომვების ექსპერტის თანამდებობაზე.
სამუშაო ადგილი: შ.პ.ს „დიო“–ს სათაო ოფისი/ობიექტები.
ჩვენი შემოთავაზებაა:
ჩვენი მოთხოვნებია:
კანდიდატის შერჩევისას უპირატესობით ისარგებლებთ, თუ თქვენ კარ-ფანჯრების ან/და ჟალუზების და მზის დამცავი სისტემების აზომვის , მონტაჟის გამოცდილება გაგაჩნიათ;
ასევე ფლობთ რუსულ ენას სასაუბრო დონეზე.
თქვენი ძირითადი მოვალეობა იქნება:
თქვენ შეისწავლით:
ვაკანსიით დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ CV ელექტრონულ ფოსტაზე: hr@dio.ge და სათაურის ველში გთხოვთ მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: აზომვების ექსპერტი .
განცხადების მიღების ბოლო ვადაა: 2021 წლის 25 მაისი.
მხოლოდ გასაუბრებისთვის შერჩეულ კანდიდატებთან მოხდება სატელეფონო საშუალებით დაკავშირება, რის შემდეგაც დაინიშნება შეხვედრა.
(ეპიდსიტუაციის გათვალისწინებით , ყველა დადგენილი ნორმის შესაბამისად)
აქვე გაცნობებთ, რომ „დიო“ ატარებს ანტიდისკრიმინაციულ და თანასწორობის პოლიტიკას და კანდიდატის შერჩევისას ვითვალისწინებთ მხოლოდ მის პროფესიულ ცოდნას, სამუშაოსთან რელევანტურ გამოცდილებასა და უნარ-ჩვევებს. „დიო“ ადასტურებს, რომ შერჩევისა და თანამშრომლობის ნებისმიერ ეტაპზე გამორიცხულია კანდიდატების დისკრიმინაცია ნებისმიერი ნიშნით.
გისურვებთ წარმატებას!