Logo
ვაკანსიები
გარე გაყიდვების აგენტი

გარე გაყიდვების აგენტი

გამოქვეყნდა: 30.03.2021

"დიო" წამყვანი კომპანიაა საქართველოში ფარდა–ჟალუზებისა და მეტალოპლასტმასის კარ–ფანჯრების წარმოებაში. „დიო“ დაარსებიდან 25-ე  წელს ითვლის.

კომპანიის სათაო ოფისი და ქარხანა განლაგებულია თბილისში, ხოლო საქართველოს რეგიონებში კომპანიას აქვს წარმომადგენლობები.

"დიო“-ს  წარმატების ერთ-ერთი განმსაზღვრელი  დასაქმებულთა კვალიფიკაციაა.  საქმისადმი დიდი პასუხისმგებლობით მიდგომამ, მომსახურებისა  და პროდუქციის ხარისხის გაუმჯობესებისკენ მუდმივმა სწრაფვამ აქცია კომპანია ბაზარზე  ლიდერად.

 იმედია „დიო“ თქვენთვისაც წარმატებულ  სამუშაო ადგილად  იქცევა,  სადაც შეძლებთ მიიღოთ დამატებითი გამოცდილება, დახვეწოთ და გაიმდიდროთ ცოდნა.

შ.პ.ს "დიო" აცხადებს ახალ ვაკანსიას! 

თანამდებობა: გარე გაყიდვების აგენტი;

ანგარიშვალდებულია: გაყიდვების დეპარტამენტის უფროსთან;

სამუშაო ადგილი: კომპანიის სათავო ოფისი,დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ;

 

ჩვენი  შემოთავაზებაა:

  • კომფორტული სამუშაო პირობები;
  • 5 დღიანი  სამუშაო კვირა;
  • ჯანმრთელობის დაზღვევა;
  • წახალისების  სისტემა;
  • კვებით უზრუნველყოფა;

 

ჩვენი  მოთხოვნებია:      

  • უმაღლესი განათლება;
  • სამუშაო გამოცდილება კორპორატიული ან/და გარე გაყიდვების მიმართულებით ჩაითვლება უპირატესობად;
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
  • ინგლისური და რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
  • მართვის მოწმობა B კატეგორია;

 

       ძირითადი მოვალეობებია:

  • შერჩეულ ობიექტებზე ვიზიტი, მათი მოთხოვნების შესწავლა და პოტენციური დამკვეთისთვის პროდუქციის და სერვისის შეთავაზება;
  • პროდუქციასა და სერვისის შესახებ ინფორმაციის დეტალური ცოდნა;
  • დამკვეთთან შეხვედრის დაგეგმვა, ორგანიზება, პრეზენტაციის გამართვა;
  • დამკვეთების ბაზის მართვა, განვითარება;
  • გაყიდვების გეგმის შესრულება,ზრდა; 

 

პიროვნული თვისებები:

  • კომუნიკაბელურობა;
  • პრეზენტაციის უნარი;
  • პასუხისმგებლობა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • ორგანიზებულობა;

 

ვაკანსიით დაინტერესებულმა კანდიდატებმა  გამოაგზავნეთ  CV ელექტრონულ ფოსტაზე: hr@dio.ge  და  სათაურის  ველში  მიუთითეთ  ვაკანსიის დასახელება: გარე გაყიდვების აგენტი

 

განცხადების მიღების ბოლო ვადაა: 2021 წლის  26 აპრილი.  მხოლოდ გასაუბრებისთვის  შერჩეულ კანდიდატებთან  მოხდება სატელეფონო საშუალებით დაკავშირება, რის შემდეგაც დაინიშნება შეხვედრა.

(ეპიდსიტუაციის გათვალისწინებით , ყველა დადგენილი ნორმის შესაბამისად)

 

აქვე გაცნობებთ, რომ დიო ატარებს ანტიდისკრიმინაციულ და თანასწორობის პოლიტიკას და კანდიდატის შერჩევისას ვითვალისწინებთ მხოლოდ მის პროფესიულ ცოდნას, სამუშაოსთან რელევანტურ გამოცდილებასა და უნარ-ჩვევებს. დიო ადასტურებს, რომ შერჩევისა და თანამშრომლების ნებისმიერ ეტაპზე გამორიცხულია კანდიდატების დისკრიმინაცია ნებისმიერი ნიშნით. 

გისურვებთ წარმატებებს!

ბოლო ვადა: 26.04.2021
დაბრუნება
phone