Logo
ვაკანსიები
ალუმინის ფასადების კონსტრუქტორი

ალუმინის ფასადების კონსტრუქტორი

გამოქვეყნდა: 17.03.2021

შ.პ.ს "დიო" წამყვანი კომპანიაა საქართველოში ფარდა-ჟალუზებისა და მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯრების წარმოებაში. "დიო" დაარსებიდან 25-ე წელს ითვლის.  კომპანიის სათაო ოფისი და ქარხანა განლაგებულია თბილისში, ხოლო საქართველოს რეგიონებში კომპანიას აქვს წარმომადგენლობები. 

„დიო“-ს წარმატების ერთ-ერთი განმსაზღვრელი დასაქმებულთა კვალიფიკაციაა. საქმისადმი დიდი პასუხისმგებლობით მიდგომამ, მომსახურებისა და პროდუქციის ხარისხის გაუმჯობესებისაკენ მუდმივმა სწრაფვამ აქცია კომპანია ბაზარზე ლიდერად.

იმედია „დიო“ თქვენთვისაც წარმატებულ სამუშაო ადგილად იქცევა, სადაც შეძლებთ მიიღოთ დამატებითი გამოცდილება, დახვეწოთ და გაიმდიდროთ ცოდნა.

 

შ.პ.ს „დიო“ აცხადებს ახალ ვაკანსიას.

თანამდებობა : ალუმინის ფასადების კონსტრუქტორი (AutoCAD)

ანგარიშვალდებულია: ტექნიკური სამსახურის უფროსთან

სამუშაო ადგილი: კომპანიის სათაო ოფისი.  დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ.

 

ჩვენი შემოთავაზებაა:

  • კომფორტული სამუშაო პირობები;
  • 5 დღიანი  სამუშაო კვირა;
  • ჯანმრთელობის დაზღვევა;
  • წახალისების  სისტემა;
  • კვებით უზრუნველყოფა;

 

ჩვენი  მოთხოვნებია:         

  • განათლება ტექნიკური  (მიმართულება: საინჟინრო, არქიტექტურის)
  • აუცილებელია მსგავს პოზიციაზე მინიმუმ 2  წლიანი სამუშაო გამოცდილება
  • აუცილებელია MS Office-ის და
  • არქიტექტურული პროგრამის AutoCad საფუძვლიანი ცოდნა
  • სასურველია  ArchiCAD და LOGIKAL  პროგრამების ცოდნა
  • გუნდში მუშაობის გამოცდილება
  • ნახაზის წაკითხვის უნარი

 

       ძირითადი მოვალეობებია:

  • ალუმინის კონსტრუქციების დამუშავება პროგრამულად
  • მასალის დათვლა
  • ავტოკადის  ნახაზიდან  ზომების და კონფიგურაციის ამოღება
  • დამზადების ტექნიკური ბარათების შედგენა.
  • შეკვეთის კალკულაციის შედგენა;

 

ვაკანსიით დაინტერესებულმა კანდიდატებმა  გამოაგზავნეთ  CV ელექტრონულ ფოსტაზე: jobs@dio.ge  და  სათაურის  ველში  მიუთითეთ  ვაკანსიის დასახელება: ალუმინის ფასადების კონსტრუქტორი

 

განცხადების მიღების ბოლო ვადაა: 2021 წლის  15 აპრილი.  მხოლოდ გასაუბრებისთვის  შერჩეულ კანდიდატებთან  მოხდება სატელეფონო საშუალებით დაკავშირება, რის შემდეგაც დაინიშნება შეხვედრა.

( ეპიდსიტუაციის გათვალისწინებით , ყველა დადგენილი ნორმის შესაბამისად)

 

აქვე გაცნობებთ, , რომ დიო ატარებს ანტიდისკრიმინაციულ და თანასწორობის პოლიტიკას და კანდიდატის შერჩევისას ვითვალისწინებთ მხოლოდ მის პროფესიულ ცოდნას, სამუშაოსთან რელევანტურ გამოცდილებასა და უნარ-ჩვევებს. დიო ადასტურებს, რომ შერჩევისა და თანამშრომლების ნებისმიერ ეტაპზე გამორიცხულია კანდიდატების დისკრიმინაცია ნებისმიერი ნიშნით. 

გისურვებთ წარმატებებს!

ბოლო ვადა: 15.04.2021
დაბრუნება
phone