Logo
ვაკანსიები
კონსულტანტ-ექსპერტი

კონსულტანტ-ექსპერტი

გამოქვეყნდა: 05.03.2021

შ.პ.ს. "დიო" წამყვანი კომპანიაა საქართველოში ფარდა-ჟალუზების, მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯრებისა და მზისგან დამცავი სისტემების წარმოებაში. 

 კომპანია „დიო“ დაარსესებიდან 25-ე  წელს ითვლის .

„დიო“-ს სათავო ოფისი და ქარხანა მდებარეობს თბილისში, ხოლო საქართველოს რეგიონებში კომპანიას აქვს წარმომადგენლობები.

„დიო“ -ს წარმატების ერთ-ერთი განმსაზღვრელი  სწორედ დასაქმებულთა კვალიფიკაციაა.  საქმისადმი დიდი პასუხისმგებლობით მიდგომამ, მომსახურების  და პროდუქციის ხარისხის გაუმჯობესებისაკენ მუდმივმა სწრაფვამ კომპანია ბაზარზე ლიდერად აქცია.

 იმედია „დიო“ თქვენთვისაც წარმატებულ  სამუშაო ადგილად  იქცევა,  სადაც შეძლებთ მიიღოთ დამატებით გამოცდილება, დახვეწოთ და გაიმდიდროთ ცოდნა.

შ.პ.ს. "დიო" აცხადებს ვაკანსიას:

გაყიდვების კონსულტანტ/ექსპერტის პოზიციაზე.

აღნიშნული ვაკანსია ღიაა დამამთავრებელი კურსის სტუდენტებისთვის!

სამუშაო ადგილი: .. დიო სათავო ოფისი;

მისამართი : დ.აღმაშნებლის  ხეივანი მე-12 კმ, ფარსადანის ქ 3.

ჩვენი  შემოთავაზებაა:

  • 5 დღიანი  სამუშაო კვირა,
  • ჯანმრთელობის დაზღვევა;
  • წახალისების  სისტემა;
  • კომფორტული სამუშაო პირობები;
  • პროფესიონალების გამოცდილების გაზიარება;
  • ანაზღაურება: შეთანხმებით.
  • დამატებით ბონუსი გაყიდვიდან.

 

ჩვენი  მოთხოვნებია:

  • პროფესიული ან/და უმაღლესი  განათლება;
  • დამკვეთებთან ურთიერთობის/მოლაპარაკებების წარმოების  უნარჩვევები;
  • გამართული საუბარი  ქართულად;
  • უპირატესობა მიენიჭებათ რუსული, ინგლისური (სასაუბრო)
  • ენის მცოდნეთ;
  • პუნქტუალურობა, დეტალებზე ორიენტირებულობა, პრეზენტაციის უნარი;
  • ახლის სწრაფად ათვისების უნარი.

 

თქვენ შეისწავლით:

  • „დიო“_ში წარმოებულ ყველა პროდუქტს, მათ ტექნიკურ მახასიათებლებს. გაეცნობით „დიო“–ს წარმოების, აზომვებისა და მონტაჟის პროცესებს. კომპანიაში დანერგილი კომპიუტერული პროგრამების მოხმარებას.

 

თქვენი ძირითადი მოვალეობა იქნება:

  • დამკვეთებისთვის  პროდუქციაზე სრულყოფილი ინფორმაციის მიწოდება, მათთვის ღირებული კონსულტაციის გაწევა , როგორც ტელეფონით, ასევე ოფისში. 
  • შეკვეთების მიღება, შესაბამისი დავალებების შედგენა და აზომვების სპეციალისტებთან გადამისამართება.

 

დაინტერესებულმა კანდიდატებმა  გამოაგზავნეთ  CV  და სამოტივაციო წერილი  ელექტრონულ ფოსტაზე: hr@dio.ge.    

განცხადების  მიღების  ბოლო  ვადაა:   2021 წლის  1 აპრილი .

გთხოვთ იყოთ ყურადღებით:

  • დაგიკავშირდებით თქვენ მიერ მითითებულ მობ. ტელეფონის ნომერზე
  • სატელეფონო გასაუბრებით შერჩეულ კანდიდატებს დაგიბარებთ ცალკ-ცალკე სათავო იფისში. (უსაფრთხოების ყველა წესისა და ნორმის დაცვით).

 

„დიო“ ატარებს ანტიდისკრიმინაციულ და თანასწორობის პოლიტიკას.კანდიდატის შერჩევისას ვითვალისწინებთ მხოლოდ მის პროფესიულ ცოდნას, სამუშაოსთან რელევანტურ გამოცდილებასა და უნარ-ჩვევებს. „დიო“ ადასტურებს, რომ შერჩევისა და თანამშრომლების ნებისმიერ ეტაპზე გამორიცხულია კანდიდატების დისკრიმინაცია ნებისმიერი ნიშნით. 

 

გისურვებთ წარმატებებს!
 

 

 

ბოლო ვადა: 01.04.2021
დაბრუნება
phone