Logo
ვაკანსიები
სამონტაჟო ჯგუფის ხელმძღვანელი

სამონტაჟო ჯგუფის ხელმძღვანელი

გამოქვეყნდა: 09.02.2021

   ფარდა-ჟალუზების და მეტალო-პლასტმასის კარ-ფანჯრების მწარმოებელი კომპანია ,,დიო“ აცხადებს ვაკანსიას სამონტაჟო ჯგუფის ხელმძღვანელის პოზიციაზე.

   თითოეულ აპლიკანტს აქვს საშუალება გახდეს ჩვენი წარმატებული გუნდის წევრი. ჩვენთვის მნიშვნელოვანია თითოეული თანამშრომლის უსაფრთხოება და  მოტივირება.

   შპს: ,,დიო“ უკვე 25 წელია დაარსდა და დღეს ის ლიდერია ბაზარზე.  ჩვენი სათაო ოფისი და ქარხანა მდებარეობს ქ. თბილისში (აღმაშენებლის ხეივანი მე-12კმ ფარსადანის ქუჩა N3). ხოლო  ბათუმში, ქუთაისსა და თელავში გვაქვს წარმომადგენლობები.

   კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ მოიძიოთ  მისამართზე: www.dio.ge

 

თანამდებობა - სამონტაჟო ჯგუფის ხელმძღვანელი

სამუშაო განრიგი - სრული სამუშაო განაკვეთი

სამუშაო ადგილი - ქ.თბილისი

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის  მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
  • განათლება ტექნიკური ან/და სამშენებლო-საინჟინრო (სავალდებულოა პროფესიული, სასურველია უმაღლესი);
  • ელექტროხელსაწყოების მართვის ცოდნა;
  • მცირე ჯგუფის მართვის გამოცდილება;
  • ავტომობილის  მართვის გამოცდილება- (ავტომობილის მართვის მოწმობის ქონა B,C კატეგორია);
  • სიმაღლეზე მუშაობის ცოდნა.

 

დამატებითი მოთხოვნები:

  • დაგეგმვის და ორგანიზების უნარი;
  • კონფლიქტური სიტუაციების მოგვარების უნარი;
  • დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღების უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • დამკვეთთან ურთიერთობის უნარ-ჩვევები.

 

     მოვალეობები:

  • ობიექტზე მონტაჟის პროცესის მართვა;
  • სამონტაჟო გეგმის განხილვა ;
  • დღის სამონტაჟო გეგმის განაწილება ჯგუფებს შორის;
  • დღის განმავლობაში სამონტაჟო გეგმის შესრულების მონიტორინგი;
  • დასრულებული ობიექტების მონიტორინგი;
  • რთული სამონტაჟო ობიექტის წინასწარი დათვალიერება ;
  • უსაფრთხოების წესების მონიტორინგი.

 

პირობები:

  • ხელფასი + ბონუსი;
  • ჯანმრთელობის დაზღვევა;
  • კორპორატიული ნომერი;
  • კომპანიის ავტომობილი;
  • საწვავი.

 

   ვაკანსიით დაინტერესებულმა კანდიდატებმა  გამოაგზავნეთ CV ელექტრონულ ფოსტაზე: jobs@dio.ge და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: სამონტაჟო ჯგუფის ხელმძღვანელი.

 

განცხადების მიღების ბოლო ვადაა: 2021 წლის  28 თებერვალი.  მხოლოდ გასაუბრებისთვის  შერჩეულ კანდიდატებთან  მოხდება სატელეფონო საშუალებით დაკავშირება, რის შემდეგაც დაინიშნება შეხვედრა.

( ეპიდსიტუაციის გათვალისწინებით, ყველა დადგენილი ნორმის შესაბამისად)

 

  დიო ატარებს ანტიდისკრიმინაციულ და თანასწორობის პოლიტიკას და კანდიდატის შერჩევისას ვითვალისწინებთ მხოლოდ მის პროფესიულ ცოდნას, სამუშაოსთან რელევანტურ გამოცდილებასა და უნარ-ჩვევებს. დიო ადასტურებს, რომ შერჩევისა და თანამშრომლების ნებისმიერ ეტაპზე გამორიცხულია კანდიდატების დისკრიმინაცია ნებისმიერი ნიშნით. 

გისურვებთ წარმატებებს!

 

ბოლო ვადა: 28.02.2021
დაბრუნება
phone