Logo
ვაკანსიები
გრაფიკული დიზაინერი

გრაფიკული დიზაინერი

გამოქვეყნდა: 17.11.2020

შ.პ.ს "დიო" წამყვანი კომპანიაა საქართველოში ფარდა-ჟალუზების, მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯრების, მზისგან დამცავი სისტემების წარმოებაში. "დიო" დაარსებიდან 25-ე წელს ითვლის. კომპანიის სათავო ოფისი და ქარხანა განლაგებულია თბილისში, ხოლო საქართველოს რეგიონებში კომპანიას აქვს წარმომადგენლობები.

 

დიო" -ს წარმატების ერთ-ერთი განმსაზღვრელი სწორედ დასაქმებულთა კვალიფიკაციაა. საქმისადმი დიდი პასუხისმგებლობით მიდგომამ, მომსახურების და პროდუქციის ხარისხის გაუმჯობესებისაკენ მუდმივმა სწრაფვამ აქცია კომპანია ბაზარზე ლიდერად.

 

იმედია "დიო" თქვენთვისაც წარმატებულ სამუშაო ადგილად იქცევა, სადაც შეძლებთ მიიღოთ დამატებით გამოცდილება, დახვეწოთ და გაიმდიდროთ ცოდნა.

"დიო"-ს ინოვაციური მარკეტინგის გუნდში ვეძებთ გრაფიკულ დიზაინერს, მისი სამუშაო ადგილი გახდება "დიო"-ს სათავო ოფისი: დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კილომეტრი, ფარსადანის ქ 3.

 

ვის ვეძებთ ?

თუ ხარ შემოქმედებითი, სწრაფი, გემოვნებიანი, თუ თვლი რომ დიზაინი კომპანიის იმიჯისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია და თუ მზად ხარ სხვადასხვა საინტერესო პროექტები შენს სახელს უკავშირდებოდეს, მაშინ მოემზადე საინტერესო თავგადასავლებისთვის!

 

შენ დაგევალება:

** მარკეტინგული აქტივობების, პროექტებისა და კამპანიებისთვის ვიზუალური მასალების შექმნა/დამუშავება;

** სტამბებისა და სარეკლამო კომპანიებისთვის საბეჭდი მასალების (საიმიჯო ბუკლეტები, კატალოგები, პროდუქციის სარეკლამო ბროშურები, პოსტერები, ფლაერები) მომზადება;

** სტრატეგიული გადაწყვეტილების მიღების პროცესში სრული ჩართულობა, კომპეტენციის ფარგლებში პასუხისმგებლობის აღება;

 

უნდა გქონდეს:

** Photoshop, Illustrator, InDesign პროგრამების ცოდნა;

** სასურველია After effects, Premier, 3D პროგრამების ცოდნა;

** უნარი კრეატიულად წარმოაჩინო კომპანიის მესიჯები

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება

 

დიოს შემოთავაზებაა:

** მეგობრული სამუშაო გარემო

** ჯანმრთელობის დაზღვევა

** წახალისების სისტემა;

** ნაწილობრივი ტრანსპორტირება

** კვებით უზრუნველყოფა;

 

ვაკანსიით დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ CV და პორტფოლიო ელექტრონულ ფოსტაზე: hr@dio.ge

 

გაითვალისწინეთ, რომ განცხადების მიღების ბოლო ვადაა: 2020 წლის 30 ნოემბერი.

გთხოვთ, იყოთ ყურადღებით: შერჩევის შემთხვევაში მიიღებთ შეტყობინებას თქვენს მიერ მითითებულ ელ-ფოსტაზე/მობ. ნომერზე. მოგიწვევთ ჩვენს სათავო ოფისში გასაუბრებისთვის, აქვე შევამოწმებთ თქვენს პროფესიულ უნარებს.

 

აქვე გაცნობებთ, რომ "დიო" ატარებს ანტიდისკრიმინაციულ და თანასწორობის პოლიტიკას და კანდიდატის შერჩევისას ვითვალისწინებთ მხოლოდ მის პროფესიულ ცოდნას, სამუშაოსთან რელევანტურ გამოცდილებასა და უნარ-ჩვევებს. დიო ადასტურებს, რომ შერჩევისა და თანამშრომლების ნებისმიერ ეტაპზე გამორიცხულია კანდიდატების დისკრიმინაცია ნებისმიერი ნიშნით.

 

გისურვებთ წარმატებებს!

ბოლო ვადა: 30.11.2020
დაბრუნება
phone