შ.პ.ს „დიო“ წამყვანი კომპანია საქართველოში ფარდა–ჟალუზების, მეტალო–პლასტმასის კარ–ფანჯრების, მზისგან დამცავი სისტემების წარმოებაში.
ფირმა „დიო“ დაარსესებიდან 27-ე წელს ითვლის .
კომპანიის სათავო ოფისი და ქარხანა განლაგებულია თბილისში, ხოლო ბათუმში, ქუთაისსა და თელავში კომპანიას აქვს წარმომადგენლობები.
დიო“ –ს წარმატების ერთ–ერთი გამსაზღვრელი სწორედ დასაქმებულთა კვალიფიკაციაა. საქმისადმი დიდი პასუხისმგებლობით მიდგომამ, მომსახურების და პროდუქციის ხარისხის გაუმჯობესებისაკენ მუდმივმა სწრაფვამ აქცია კომპანია ბაზარზე ლიდერად.
იმედია „დიო“ თქვენთვისაც წარმატებულ სამუშაო ადგილად იქცევა, სადაც შეძლებთ მიიღოთ დამატებით გამოცდილება, დახვეწოთ და გაიმდიდროთ ცოდნა.
შ.პ.ს „დიო“ აცხადებს ახალ პოზიციას
აზომვების /მონტაჟის სპეციალისტის თანამდებობაზე
სამუშაო ადგილი:
შ.პ.ს „დიო“–ს ქუთაისის წარმომადგენლობა
ჩვენი შემოთავაზებაა:
- ჯანმრთელობის დაზღვევა;
- წახალისების სისტემა;
- კომფორტული საუშაო პირობები ;
- პროფესიონალების გამოცდილების გაზიარება;
- ანაზღაურება ხელზე : 650 ლარი+ ბონუსი
ჩვენი მოთხოვნებია:
- საშუალო ან პროფესიული განათლება/საინჟინრო,არიტექტურული... ;
- დამკვეთებთან ურთიერთობის და მოლაპარაკებების წარმოების უნარჩვევები;
- გამართული საუბარი ქართულად .
- სამუშაო იარაღების ფლობა;
- კარგად განვითარებული მათმატიკური უნარები;
- პუნქტუალურობა, ახლის სწრაფად ათვისების უნარი;
- სასურველია 6 თვიდან -დან 1 წლმდე მუშაობის გამოცდილება.
- ა/მანქანის მართვის მოწმობა და გამოცდილება
კანდიდატის შერჩევისას უპირატესობით ისარგებლებთ, თუ თქვენ კარ-ფანჯრების და/ან ჟალუზების და მზის დამცავი სისტემების აზომვის , მონტაჟის გამოცდილება გაგაჩნიათ ;
ასევე ფლობთ რუსულს და/ან დამატებით სხვა უცხო ენას.
თქვენი ძირითადი მოვალეობა იქნება:
- დამკვეთებთან ინდივიდუალური მუშაობა: ობიექტზე ვიზიტი,
- პროდუქციაზე სრულყოფილი ინფორმაციის მიწოდება,შეთავაზების გაკეთება მათთვის ღირებული კონსულტაციის გაწევა ;
- აზომვების განხორციელება, მუშა ნახაზის შედგენა., შეკვეთების მიღება,
- მიღებული შეკვეთს დასამზადებლად გადაცემა;
- ობიექტზე პროდუქციის მონტაჟის განხორციელება.
თქვენ შეისწავლით:
„დიო“_ში წარმოებულ ყველა პროდუქტს , მათ ტექნიკურ მახასიათებლებს . გაეცნობით „დიო“–ს წარმოების, აზომვებისა და მონტაჟის პროცესებს. კომპანიაში დანერგილი კალკულაციის პრინციპებს.
სტაჟირებას გაივლით დიო“-ს ქუთაისის წარმომადგენლობაში
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ CV და ელექტრონულ ფოსტაზე:
jobs@dio.ge.
განცხადების მიღების ბოლო ვადაა:
2023 წლის 23 ივნისი;
გთხოვთ იყოთ ყურადღებით: შერჩეულ კანდიდატებს დავუკავშირდებით თქვენს მიერ მითითებულ მობ.ტელეფონზე და მოგიწვევთ გასაუბრებაზე.
აქვე გაცნობებთ, , რომ დიო ატარებს ანტიდისკრიმინაციულ და თანასწორობის პოლიტიკას და კანდიდატის შერჩევისას ვითვალისწინებთ მხოლოდ მის პროფესიულ ცოდნას, სამუშაოსთან რელევანტურ გამოცდილებასა და უნარ-ჩვევებს. დიო ადასტურებს, რომ შერჩევისა და თანამშრომლების ნებისმიერ ეტაპზე გამორიცხულია კანდიდატების დისკრიმინაცია ნებისმიერი ნიშნით
გისურვებთ წარმატებებს!