Logo
ვაკანსიები
გაყიდვების კონსულტანტ/ექსპერტი

გაყიდვების კონსულტანტ/ექსპერტი

გამოქვეყნდა: 01.06.2023
შ.პ.ს "დიო" წამყვანი კომპანიაა საქართველოში ფარდა-ჟალუზების, მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯრებისა და მზისგან დამცავი სისტემების წარმოებაში.
"დიო" დაარსესებიდან 27-ე წელს ითვლის. კომპანიის სათავო ოფისი და ქარხანა განლაგებულია თბილისში, ხოლო საქართველოს რეგიონებში კომპანიას აქვს წარმომადგენლობები.
"დიო" -ს წარმატების ერთ-ერთი განმსაზღვრელი სწორედ დასაქმებულთა კვალიფიკაციაა. საქმისადმი დიდი პასუხისმგებლობით მიდგომამ, მომსახურებისა და პროდუქციის ხარისხის გაუმჯობესებისაკენ მუდმივმა სწრაფვამ აქცია კომპანია ბაზარზე ლიდერად.
იმედია "დიო" თქვენთვისაც წარმატებულ სამუშაო ადგილად იქცევა, სადაც შეძლებთ მიიღოთ დამატებით გამოცდილება, დახვეწოთ და გაიმდიდროთ ცოდნა.

შ.პ.ს "დიო" აცხადებს მიღებას გაყიდვების კონსულტანტ/ექსპერტის პოზიციაზე ბათუმში.

აღნიშნული ვაკანსია ღიაა დამამთავრებელი კურსის სტუდენტებისთვის!

სამუშაო ადგილი: ბათუმი, ვახტანგ გორგასლის 128/134
სამუშაო ფრაფიკი: სრული
ანაღაურება: ფიქსირებული 700 ლარი ხელზე +ბონუსი
 
ჩვენი შემოთავაზებაა:
  • ჯანმრთელობის დაზღვევა;
  • წახალისების სისტემა;
  • კომფორტული სამუშაო პირობები;
  • პროფესიონალების გამოცდილების გაზიარება;

ჩვენი მოთხოვნებია:
  • პროფესიული ან/და უმაღლესი განათლება;
  • დამკვეთებთან ურთიერთობის და მოლაპარაკებების წარმოების უნარჩვევები;
  • გამართული საუბარი ქართულად;
  • უპირატესობა მიენიჭებათ რუსული/ინგლისური სასაუბრო ენის მცოდნეთ.
  • პუნქტუალურობა, დეტალებზე ორიენტირებულობა, პრეზენტაციის უნარი;
  • ახლის სწრაფად ათვისების უნარი;

 თქვენ შეისწავლით:
  • "დიო"-ში წარმოებულ ყველა პროდუქტს, მათ ტექნიკურ მახასიათებლებს.
  • გაეცნობით "დიო"-ს წარმოების, აზომვებისა და მონტაჟის პროცესებს.
  • კომპანიაში დანერგილი კომპიუტერული პროგრამების მოხმარებას.

თქვენი ძირითადი მოვალეობა იქნება:
დამკვეთებისთვის პროდუქციაზე სრულყოფილი ინფორმაციის მიწოდება, მათთვის ღირებული კონსულტაციის გაწევა, როგორც ტელეფონით, ასევე ოფისში.
შეკვეთების მიღება, შესაბამისი დავალებების შედგენა და აზომვების სპეციალისტებთან გადამისამართება.

 დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ CV ელ. ფოსტაზე: hr@dio.ge
განცხადების მიღების ბოლო ვადაა: 2023 წლის 23 ივნისი

 გთხოვთ იყოთ ყურადღებით: დაგიკავშირდებით თქვენს მიერ მითითებულ მობ. ტელეფონის ნომერზე

 "დიო" ატარებს ანტიდისკრიმინაციულ და თანასწორობის პოლიტიკას და კანდიდატის შერჩევისას ვითვალისწინებთ მხოლოდ მის პროფესიულ ცოდნას, სამუშაოსთან რელევანტურ გამოცდილებასა და უნარ-ჩვევებს. დიო ადასტურებს, რომ შერჩევისა და თანამშრომლების ნებისმიერ ეტაპზე გამორიცხულია კანდიდატების დისკრიმინაცია ნებისმიერი ნიშნით.
გისურვებთ წარმატებებს!
ბოლო ვადა: 23.06.2023
დაბრუნება
phone