შ.პ.ს „დიო“ წამყვანი კომპანიაა საქართველოში ფარდა–ჟალუზების, მეტალოპლასტმასისა და ალუმინის კარ–ფანჯრების, მზისგან დამცავი სისტემების წარმოებაში.
ფირმა „დიო“ დაარსებიდან 27-ე წელს ითვლის.
კომპანიის სათაო ოფისი და ქარხანა განლაგებულია თბილისში, ხოლო ბათუმში, ქუთაისსა და თელავში კომპანიას აქვს წარმომადგენლობები.
"დიო“–ს წარმატების ერთ–ერთი განმსაზღვრელი სწორედ დასაქმებულთა კვალიფიკაციაა. საქმისადმი დიდი პასუხისმგებლობით მიდგომამ, მომსახურების და პროდუქციის ხარისხის გაუმჯობესებისაკენ მუდმივმა სწრაფვამ აქცია კომპანია ბაზარზე ლიდერად.
შ.პ.ს „დიო“ აცხადებს პოზიციას მონტაჟის სპეციალისტის თანამდებობაზე
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ფარსადანის ქ.3/დამკვეთის ობიექტები
ჩვენი შემოთავაზება:
• 6 დღიანი სამუშაო კვირა,
• ჯანმრთელობის დაზღვევა
• უსაფრთხო სამუშაო გარემო ;
• პროფესიონალების გამოცდილების გაზიარება;
ჩვენი მოთხოვნებია:
• B კატეგორიის ავტომობილის მართვის მოწმობა, (სასურველია C კატეგორია)
• მინიმუმ ერთ წლიანი სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე (მეტალო პლასმასის და ალუმინის კარ-ფანჯრის მონტაჟის გამოცდილება)
სახელფასო სარგო : ანაზღაურება გამომუშავების მიხედვით, სამონტაჟო ჯგუფთან ერთად( ერთ პირზე დაახლოვებით 3000 -4000 ლარი თვეში )
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ გამოაგზავნეთ CV ელექტრონულ ფოსტაზე: hr@dio.ge.
განცხადების მიღების ბოლო ვადაა: 30.07.2023
გთხოვთ იყოთ ყურადღებით: შერჩეულ კანდიდატებს დავუკავშირდებით თქვენს მიერ მითითებულ მობ.ტელეფონზე და მოგიწვევთ გასაუბრებაზე.
აქვე გაცნობებთ, რომ „დიო’’ ატარებს ანტიდისკრიმინაციულ და თანასწორობის პოლიტიკას და კანდიდატის შერჩევისას ვითვალისწინებთ მხოლოდ მის პროფესიულ ცოდნას, სამუშაოსთან რელევანტურ გამოცდილებასა და უნარ-ჩვევებს. „დიო’’ ადასტურებს, რომ თანამშრომლების შერჩევის ნებისმიერ ეტაპზე გამორიცხულია კანდიდატების დისკრიმინაცია ნებისმიერი ნიშნით.
გისურვებთ წარმატებებს!