Logo
ვაკანსიები
გაყიდვების კონსულტანტ/ექსპერტი ბათუმში

გაყიდვების კონსულტანტ/ექსპერტი ბათუმში

გამოქვეყნდა: 03.08.2023

შ.პ.ს "დიო" წამყვანი კომპანიაა საქართველოში ფარდა-ჟალუზების, კარ-ფანჯრებისა და  მზისგან დამცავი სისტემების წარმოებაში.

 

"დიო" დაარსებიდან 27-ე წელს ითვლის. კომპანიის სათავო ოფისი და ქარხანა განლაგებულია თბილისში, ხოლო საქართველოს რეგიონებში კომპანიას აქვს ფილიალები.

 

"დიო" -ს წარმატების ერთ-ერთი განმსაზღვრელი სწორედ დასაქმებულთა კვალიფიკაციაა. საქმისადმი დიდი პასუხისმგებლობით მიდგომამ, მომსახურებისა და პროდუქციის ხარისხის გაუმჯობესებისაკენ მუდმივმა სწრაფვამ კომპანია ბაზარზე ლიდერად აქცია.

იმედია "დიო" თქვენთვისაც წარმატებულ სამუშაო ადგილად იქცევა, სადაც შეძლებთ მიიღოთ დამატებით გამოცდილება, დახვეწოთ და გაიმდიდროთ ცოდნა.

შ.პ.ს "დიო" აცხადებს მიღებას გაყიდვების კონსულტანტ/ექსპერტის პოზიციაზე ბათუმში.

 

განაცხადის შემოტანა შეუძლიათ ასევე დამამთავრებელი კურსის სტუდენტებს

სამუშაო ადგილი: ბათუმი, ვახტანგ გორგასლის 128/134

სამუშაო გრაფიკი: სრული

 

ჩვენ გთავაზობთ:

  • ანაზღაურების შემდეგ სისტემას: ფიქსირებული +ბონუსი გაყიდვებიდან;
  • ჯანმრთელობის დაზღვევას;
  • მობილურზე ულიმიტო სასაუბრო დროს;
  • კომფორტულ სამუშაო გარემოს;
  • პროფესიონალების გუნდის წევრობას;
  • წახალისების სისტემას (ექსკურსიები, კორპორატიული საღამოები და სხვა);

 

ჩვენი მოთხოვნებია:

  • პროფესიული ან/და უმაღლესი განათლება;
  • დამკვეთებთან ურთიერთობის და მოლაპარაკებების წარმოების უნარჩვევები;
  • გამართული საუბარი ქართულად;
  • უპირატესობა მიენიჭებათ რუსული/ინგლისური სასაუბრო ენის მცოდნეს.
  • პუნქტუალურობა, დეტალებზე ორიენტირებულობა, პრეზენტაციის უნარი;
  • ახლის სწრაფად ათვისების უნარი;

 

თქვენი ძირითადი მოვალეობა იქნება:

  • დამკვეთებისთვის კონსულტაციის გაწევა, როგორც ტელეფონით, ასევე ოფისში.
  • შეკვეთების მიღება შესაბამის პროგრამაში დაფიქსირება
  • პროდუქციის ფასების გამოთვლა, მომხმარებლისთვის გაცნობა

 

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ CV ელ. ფოსტაზე და აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: hr@dio.ge

განცხადების მიღების ბოლო ვადაა: 2023 წლის 15 სექტემბერი

გთხოვთ იყოთ ყურადღებით: დაგიკავშირდებით თქვენს მიერ მითითებულ საკონტაქტო ნომერზე.

"დიო" ატარებს ანტიდისკრიმინაციულ და თანასწორობის პოლიტიკას და კანდიდატის შერჩევისას ვითვალისწინებთ მხოლოდ მის პროფესიულ ცოდნას, სამუშაოსთან რელევანტურ გამოცდილებასა და უნარ-ჩვევებს. დიო ადასტურებს, რომ შერჩევისა და თანამშრომლების ნებისმიერ ეტაპზე გამორიცხულია კანდიდატების დისკრიმინაცია ნებისმიერი ნიშნით.

გისურვებთ წარმატებებს!

 

ბოლო ვადა: 15.09.2023
დაბრუნება
phone