Logo
ვაკანსიები
მონტაჟის სპეციალისტი

მონტაჟის სპეციალისტი

გამოქვეყნდა: 03.08.2023

შ.პ.ს „დიო“ წამყვანი კომპანიაა საქართველოში ფარდა–ჟალუზების, მეტალოპლასტმასისა და ალუმინის კარ–ფანჯრების, მზისგან დამცავი სისტემების წარმოებაში.
„დიო“ დაარსებიდან 27-ე წელს ითვლის.
კომპანიის სათაო ოფისი და ქარხანა განლაგებულია თბილისში, ხოლო ბათუმში, ქუთაისსა და თელავში კომპანიას აქვს წარმომადგენლობები.
"დიო“–ს წარმატების ერთ–ერთი განმსაზღვრელი სწორედ დასაქმებულთა კვალიფიკაციაა. საქმისადმი დიდი პასუხისმგებლობით მიდგომამ, მომსახურების და პროდუქციის ხარისხის გაუმჯობესებისაკენ მუდმივმა სწრაფვამ კომპანია ბაზარზე ლიდერად აქცია.

შ.პ.ს „დიო“ აცხადებს  პოზიციას მონტაჟის სპეციალისტის თანამდებობაზე
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი

ჩვენი შემოთავაზებაა:
•  6 დღიანი სამუშაო კვირა;
•  წახალისების სისტემა;
•  ჯანმრთელობის დაზღვევა;
•  უსაფრთხო სამუშაო გარემო;
•  პროფესიონალების გამოცდილების გაზიარება;

ჩვენი მოთხოვნებია:
•   B კატეგორიის ავტომობილის მართვის მოწმობა, (სასურველია C კატეგორია)
•   მინიმუმ ერთ წლიანი სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე (მეტალო-პლასტმასის და ალუმინის მონტაჟის გამოცდილება)

ანაზღაურება გამომუშავებით, სამონტაჟო ჯგუფთან ერთად ( კაცზე 3000 -4000 ლარი თვეში )
გთხოვთ გამოაგზავნოთ CV ელექტრონულ ფოსტაზე და აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: jobs@dio.ge. 

განცხადების მიღების ბოლო ვადაა: 30.08.2023
გთხოვთ იყოთ ყურადღებით: შერჩეულ კანდიდატებს დავუკავშირდებით თქვენს მიერ მითითებულ საკონტაქტო ნომერზე და მოგიწვევთ გასაუბრებაზე.

აქვე გაცნობებთ, რომ „დიო’’ ატარებს ანტიდისკრიმინაციულ და თანასწორობის პოლიტიკას და კანდიდატის შერჩევისას ვითვალისწინებთ მხოლოდ მის პროფესიულ ცოდნას, სამუშაოსთან რელევანტურ გამოცდილებასა და უნარ-ჩვევებს. „დიო’’ ადასტურებს, რომ თანამშრომლების შერჩევის ნებისმიერ ეტაპზე გამორიცხულია კანდიდატების დისკრიმინაცია ნებისმიერი ნიშნით.

გისურვებთ წარმატებებს!

ბოლო ვადა: 30.08.2023
დაბრუნება
phone