Logo
ვაკანსიები
მარკეტინგის მენეჯერი

მარკეტინგის მენეჯერი

გამოქვეყნდა: 09.08.2023

შ..ს "დიო" 27 წელია წამყვანი კომპანიაა საქართველოში ფარდა-ჟალუზების, კარ-ფანჯრების, მზისგან დამცავი სისტემების წარმოებაში. კომპანიის სათავო ოფისი და ქარხანა განლაგებულია თბილისში, ხოლო საქართველოს რეგიონებში კომპანიას აქვს წარმომადგენლობები.

 

"დიო" -ს წარმატების ერთ-ერთი განმსაზღვრელი სწორედ დასაქმებულთა კვალიფიკაციაა. საქმისადმი დიდი პასუხისმგებლობით მიდგომამ, მომსახურების და პროდუქციის ხარისხის გაუმჯობესებისაკენ მუდმივმა სწრაფვამ აქცია კომპანია ბაზარზე ლიდერად. მოუთმენლად გელოდებით ჩვენს დიდ გუნდში, იმისთვის, რომ ერთად ვაკეთოთ ღირებული და მნიშვნელოვანი საქმე.

 

შ..ს "დიო" აცხადებს ახალ პოზიციას: მარკეტინგის მენეჯერი

 

სამუშაო ადგილი: თბილისი, აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ, ფარსადანის ქ N 3. სათავო ოფისი. ექვემდებარება: გენერალურ დირექტორს

 

ჩვენთან გელოდებათ:

  • კარიერული განვითარების შესაძლებლობა
  • 5 დღიანი სამუშაო კვირა
  • ჯანმრთელობის დაზღვევა
  • კვებით უზრუნველყოფა
  • წახალისების სისტემა
  • მეგობრული გუნდი
  • კომფორტული სამუშაო გარემო
  • და რაც ყველაზე მთავარია - ჩვენთან განსაკუთრებით ფასდება ერთგულება და ახალი იდეების ინიცირება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება მარკეტინგის, ბიზნეს ადმინისტრირების, საზოგადოებასთან ურთიერთობის, კომუნიკაციების მიმართულებით
  • მარკეტინგის მიმართულებით მუშაობის მინიმუმ ოთხ წლიანი გამოცდილება
  • ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა
  • ინგლისური ენის ცოდნა
  • კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა

საჭირო პიროვნული უნარ-ჩვევები:

  • პასუხისმგებლობის მაღალი დონე
  • ანალიტიკური აზროვნების უნარი
  • როგორც გუნდურად, ისე დამოუკიდებლად მუშაობის უნარი
  • დროის ეფექტურად მართვა
  • დეტალებზე ორიენტირება
  • კომუნიკაციის და გუნდური მუშაობის უნარი, მოქნილობა, კრეატიულობა, სტრატეგიულად აზროვნების შესაძლებლობა. პროექტების ეფექტურად მართვისა და სამუშაოს ორგანიზების უნარი
  • ინიციატივის გამოვლენა, დამოუკიდებლად მოქმედების უნარი.

თქვენი ძირითადი მოვალეობა იქნება:

  • გუნდთან ერთად მარკეტინგული გეგმის / ბიუჯეტის შემუშავება და შესაბამისი აქტივობების დაგეგმვა /განხორციელება
  • წლიური და კვარტალური KPI-ების განსაზღვრა - მათი კონტროლი/მართვა ** მომხმარებლის ქცევის შესწავლა, პოტენციური დამკვეთების სეგმენტაცია, კომერციულად მომგებიანი მარჟირებული პროდუქციის განსაზღვრა და მათზე მორგებული შესაბამისი მარკეტინგული აქტივობების დაგეგმვა;
  • ბაზრის კვლევა, ანალიზი, კონკურენტული უპირატესობების განსაზღვრა
  • გაყიდვების მხარდამჭერი აქციების იდეების გენერირება, აქციებისა და სხვა მასტიმულირებელი პროგრამების მარკეტინგული ანალიზი და რეპორტინგი
  • მარკეტინგის მიმართულებით არსებულ და პოტენციურ პარტნიორებთან მოლაპარაკების წარმოება
  • სამშენებლო გამოფენებში მონაწილეობის ორგანიზება
  • ახალი მარკეტინგული არხების ათვისება
  • სოციალური ქსელებისა და საიტის მონიტორინგი ციფრული მედიის მენეჯერთან კოორდინირებულ მუშაობაში
  • ყოველკვირეული და ყოველთვიური ანგარიშების მომზადება მენეჯმენტისთვის და პოზიციასთან დაკავშირებული სხვა ტიპის ფუნქცია-მოვალეობის შესრულება.

სამუშაო განაკვეთი: სრული შრომის ანაზღაურება: განისაზღვრება კომპანიის შიდა პოლიტიკისა და კანდიდატის კვალიფიკაციის შესაბამისად

თუ დაგაინტერესათ ჩვენმა ვაკანსიამ და გაქვთ შესაბამისი გამოცდილება, მაშინ ველოდებით თქვენს CV-ს შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: Hr@dio.ge.

სათაურის ველში აუცილებელია ვაკანსიის დასახელების მითითება: "მარკეტინგის მენეჯერი".

განცხადების მიღების ბოლო ვადაა: 2023 წლის 1 სექტემბერი

 

მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან მოხდება სატელეფონო მის მიერ მითითებულ ტელეფონის ნომერზე დაკავშირება, რის შემდეგაც დაინიშნება გასაუბრება.

 

შ..ს "დიო" ატარებს ანტიდისკრიმინაციულ და თანასწორობის პოლიტიკას და კანდიდატის შერჩევისას ვითვალისწინებთ მხოლოდ მის პროფესიულ ცოდნას, სამუშაოსთან რელევანტურ გამოცდილებას და უნარ-ჩვევებს.
ვადასტურებთ, რომ შერჩევისა და თანამშრომლობის ნებისმიერ ეტაპზე გამორიცხულია კანდიდატის დისკრიმინაცია ნებისმიერი ნიშნით.
 
 
გაცნობებთ, რომ კომპანია "დიო" ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუგვიანეს 3 წლისა. შესაძლოა კომპანიამ დაამუშაოს კანდიდატის შესახებ ინფორმაცია და გამოიყენოს სამომავლო ვაკანსიაზე.
 
თუ არ გსურთ თქვენი პერსონალური მონაცემები ინახებოდეს ჩვენთან, გთხოვთ, მოგვმართოთ წერილობით შემდეგ მისამართზე: Hr@dio.ge. მომართვიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა თქვენი პირადი მონაცემები განადგურდება.
 
გისურვებთ წარმატებებს!
ბოლო ვადა: 01.09.2023
დაბრუნება
phone