მარკეტინგული პროექტების სპეციალისტი
გამოქვეყნდა:
12.10.2023
„დიო“ 27 წელია საქართველოს ბაზარზეა, მომხმარებელს ინტერიერისა და ექსტერიერის 80-ზე მეტი დასახელების პროდუქციას სთავაზობს და დღემდე ლიდერის პოზიციას ინარჩუნებს.
ვის ვეძებთ?
მარკეტინგული პროექტების სპეციალისტს, რომელიც შეუერთდება ჩვენს გუნდს და დაგვეხმარება საინტერესო მარკეტინგული პროექტების განხორციელებაში.
სამუშაო ადგილი: თბილისი, აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ, ფარსადანის ქ N 3. სათავო ოფისი.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება PR/ მარკეტინგის/ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით;
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
- გამართულად წერის უნარი ქართულ ენაზე;
- ტექსტებთან მუშაობის გამოცდილება;
- ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
- MS Office-ის ცოდნა;
პიროვნული თვისებები:
- ორგანიზებულობა და პასუხისმგებლიანობა;
- დროის ეფექტურად მართვის უნარი;
- შემოქმედებითობა და ინიციატივობა;
- დეტალებზე ორიენტაციის უნარი;
- გუნდური მუშაობის უნარი.
მოვალეობები:
- რეკლამის შედეგების გაანალიზება;
- ყველა სახის სარეკლამო (რადიო, ბეჭდური მედია,და ა.შ) აქტივობების დაგეგმვაში და განხორციელებაში მონაწილეობის მიღება;
- სხვადასხვა სახის ღონისძიებებში „დიოს“ მონაწილეობის ორგანიზება (გამოფენები, პრეზენტაციები და ა.შ.);
- გაყიდვების დეპარტამენტთან მჭიდრო თანამშრომლობა;
- მომწოდებლებთან და პარტნიორ ორგანიზაციებთან კომუნიკაცია;
- უშუალო ხელმძღვანელთან ყოველკვირეული/ყოველთვიური რეპორტინგი შესრულებულ სამუშაოებზე და სამოქმედო გეგმებზე;
- სხვა მოვალეობების შესრულება წარმოშობილი გარემოებების, გამოწვევების და დავალებების შესაბამისად.
სამუშაო განაკვეთი: სრული
ანაზღაურება: განისაზღვრება კომპანიის შიდა პოლიტიკისა და კანდიდატის კვალიფიკაციის შესაბამისად.
თუ ჩვენმა ვაკანსიამ დაგაინტერესა 2023 წლის 5 ნოემბრამდე გადმოგვიგზავნე რეზიუმე - Hr@dio.ge -ზე, სათაურის ველში კი სასურველია ვაკანსიის სახელწოდების მითითება. გახსოვდეს, რომ „დიო“-ში გელოდება კარიერული განვითარების შესაძლებლობა, ჯანმრთელობის დაზღვევა, წახალისების სისტემა და სხვა საინტერესო ბენეფიტები.
,,დიო,, ატარებს ანტიდისკრიმინაციულ და თანასწორობის პოლიტიკას და კანდიდატის შერჩევისას ვითვალისწინებთ მხოლოდ მის პროფესიულ ცოდნას, სამუშაოსთან რელევანტურ გამოცდილებას და უნარ-ჩვევებს.
ბოლო ვადა:
05.11.2023
დაბრუნება