იმპორტის სპეციალისტი
გამოქვეყნდა:
06.12.2023
„დიო“ 27 წელია საქართველოს ბაზარზეა, მომხმარებელს ინტერიერისა და ექსტერიერის 80-ზე მეტი დასახელების პროდუქციას სთავაზობს და დღემდე ლიდერის პოზიციას ინარჩუნებს.
ვის ვეძებთ?
იმპორტის სპეციალისტს
სამუშაო ადგილი: თბილისი, აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ, ფარსადანის ქ N 3. სათავო ოფისი.
ექვემდებარება იმპორტის დეპარტამენტის ხელმძღვანელს
ჩვენი შემოთავაზებაა:
- 5 დღიანი სამუშაო კვირა,
- ჯანმრთელობის დაზღვევა;
- საბონუსე სისტემა;
- კომფორტული სამუშაო პირობები;
- უფასო კვება;
- სახელფასო სარგო 2000 ლარი ხელზე;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება;
- მომწოდებლებთან ურთიერთობის უნარ–ჩვევები;
- მოლაპარაკებების წარმოების უნარი:
- ინგლისური ენის სრულყოფილი ცოდნა;
- კომპიუტერული საოფისე პროგრამების კარგი ცოდნა (Excel, Word, Outlook);
- პუნქტუალურობა, დეტალებზე ორიენტირებულობა, პრეზენტაციის უნარი.
მოვალეობები:
- იმპორტის გეგმის შემუშავებაში მონაწილეობა;
- მომწოდებელთან და სატრანსპორტო კომპანიებთან საქმიანი ურთიერთობის დამყარება და მოლაპარაკების წარმოება;
- შეკვეთის მომზადება და მომწოდებლისთვის გადაცემა;
- საბაჟო ოპერაციების განხორციელება ძირითადად დისტანციურად, საჭიროების შემთხვევაში ფიზიკურად საბაჟო ორგანოებში;
- მომწოდებელთან ანგარიშსწორებისათვის საჭირო დოკუმენტაციის მომზადება;
- ახალი მომწოდებლების მოძიება, შეფასება;
სამუშაო განაკვეთი: სრული
თუ ჩვენმა ვაკანსიამ დაგაინტერესა 2023 წლის 28 დეკემბრამდე გადმოგვიგზავნე რეზიუმე - Hr@dio.ge -ზე,
სათაურის ველში კი სასურველია ვაკანსიის სახელწოდების მითითება.
,,დიო,, ატარებს ანტიდისკრიმინაციულ და თანასწორობის პოლიტიკას და კანდიდატის შერჩევისას ვითვალისწინებთ მხოლოდ მის პროფესიულ ცოდნას, სამუშაოსთან რელევანტურ გამოცდილებას და უნარ-ჩვევებს.
ბოლო ვადა:
28.12.2023
დაბრუნება