შ.პ.ს "დიო" წამყვანი კომპანიაა საქართველოში ფარდა-ჟალუზების, მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯრების, მზისგან დამცავი სისტემების წარმოებაში.
კომპანია „დიო“ დაარსებიდან 25-ე წელს ითვლის .
სათავო ოფისი და ქარხანა განლაგებულია თბილისში, ხოლო საქართველოს რეგიონებში კომპანიას აქვს წარმომადგენლობები.
„დიო“-ს წარმატების ერთ–ერთი განმსაზღვრელი სწორედ დასაქმებულთა კვალიფიკაციაა. საქმისადმი დიდი პასუხისმგებლობით მიდგომამ, მომსახურების და პროდუქციის ხარისხის გაუმჯობესებისკენ მუდმივმა სწრაფვამ კომპანია ბაზარზე ლიდერად აქცია.
იმედია „დიო“ თქვენთვისაც წარმატებულ სამუშაო ადგილად იქცევა, სადაც შეძლებთ მიიღოთ დამატებით გამოცდილება, დახვეწოთ და გაიმდიდროთ ცოდნა.
შ.პ.ს "დიო" აცხადებას ვაკანსიას ბუღალტერის თანამდებობაზე
სამუშაო ადგილი: კომპანიის სათავო ოფისი: დავით აღმაშენებლის ხეივანი მე–12 კმ, ფარსადანის ქ. 3.
ექვემდებარება ფინანსურ დირექტორს.
ჩვენი შემოთავაზებაა:
ჩვენი მოთხოვნებია:
** უმაღლესი /პროფესიული განათლება;
** მუშაობის გამოცდილება ბუღალტრის თანამდებობაზე;
** საგადასახადო კოდექსისა და ბუღალტრული აღრიცხვის სტანდარტების ცოდნა;
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების (MS Outlook, MS Excel, MS Word) ცოდნა;
** პროგრამა 1C –ში მუშაობის გამოცდილება (სასურველია).
** კომუნიკაბელურობა, გუნდთან მუშაობის უნარი;
თქვენი ძირითადი მოვალეობა იქნება:
** ხელფასების ფაილების დამუშავება;
** სამონტაჟო სამსახურის მიღება-ჩაბარებების მომზადება;
** ქონების აღრიცხვა, პროგრამული გატარება;
** სამივლინებო დოკუმენტების მომზადება;
** რეალიზაციის დოკუმენტაციის მომზადება;
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ CV ელექტრონულ ფოსტაზე: hr@dio.ge.
განცხადების მიღების ბოლო ვადაა: 2020 წლის 30 სექტემბერი .
გთხოვთ იყოთ ყურადღებით, შერჩეულ კანდიდატებს დავუკაშირდებით მათ მიერ მითითებულ (მობ)ტელეფონის ნომერზე, გასაუბრებაზე კი მოგიწვევთ არსებული ეპიდსიტუაციის გათვალისწინებით ყველა წესის დაცვით.
აქვე გაცნობებთ, რომ „დიო’’ ატარებს ანტიდისკრიმინაციულ და თანასწორობის პოლიტიკას და კანდიდატის შერჩევისას ვითვალისწინებთ მხოლოდ მის პროფესიულ ცოდნას, სამუშაოსთან რელევანტურ გამოცდილებასა და უნარ-ჩვევებს. დიო ადასტურებს, რომ შერჩევისა და თანამშრომლების ნებისმიერ ეტაპზე გამორიცხულია კანდიდატების დისკრიმინაცია ნებისმიერი ნიშნით.
გისურვებთ წარმატებას!