Logo
ვაკანსიები
ლოგისტიკის სპეციალისტი

ლოგისტიკის სპეციალისტი

გამოქვეყნდა: 10.02.2020

შ.პ.ს „დიო“ წამყვანი კომპანიაა საქართველოში ფარდა–ჟალუზებისა და მეტალოპლასტმასის კარ–ფანჯრების წარმოებაში, ფირმა „დიო“ დაარსებიდან 24-ე  წელს ითვლის .

კომპანიის სათავო ოფისი და ქარხანა განლაგებულია თბილისში, ხოლო საქართველოს რეგიონებში კომანიას აქვს წარმომადგენლობები.

დიო“ –ს წარმატების ერთ–ერთი განმსაზღვრელი  სწორედ დასაქმებულთა კვალიფიკაციაა.  საქმისადმი დიდი პასუხისმგებლობით მიდგომამ, მომსახურების  და პროდუქციის ხარისხის გაუმჯობესებისაკენ მუდმივმა სწრაფვამ აქცია კომპანია ბაზარზე   ლიდერად.

 იმედია „დიო“ თქვენთვისაც წარმატებულ  სამუშაო ადგილად  იქცევა,  სადაც შეძლებთ მიიღოთ დამატებით გამოცდილება, დახვეწოთ და გაიმდიდროთ ცოდნა.

შ.პ.ს „დიო“ აცხადებს ახალ ვაკანსიას!

თანამდებობა: ლოგისტიკის სპეციალისტი

ანგარიშვალდებულია: ტექნიკური სამსახურის უფროსთან

სამუშაო ადგილი: კომპანიის სათავო ოფისი, დ.აღმაშენებილს ხეივანი მე-12 კმ;

 

ჩვენი  შემოთავაზებაა:

  • კომფორტული სამუშაო პირობები ;
  • 5 დღიანი  სამუშაო კვირა,
  • ჯანმრთელობის დაზღვევა;
  • წახალისების  სისტემა;
  • კვებით უზრუნველყოფა;
  • ნაწილობრივ ტრანსპორტირება;                                                                                                                                                                                                                                                                                      ჩვენი  მოთხოვნებია: 

 

  • ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის /სტაჟირების გამოცდილება  
  • უმაღლესი, ან პროფესიული  განათლება;
  • ქართული  ენის  სრულყოფილი ცოდნა.  რუსული (სასურველი);
  • MS Office-ის  კარგი ცოდნა;
  • სასაწყობო პროგრამების  ცოდნა (1C სასურველია);
  • პუნქტუალურობა, დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • კომუნიკაციის უნარი;
  • გუნდის კოორდინაციის უნარი

 

       თქვენი მოვალეობებია:

 

  • დღის სამონტაჟო  გეგმის შემუშავება, განხორციელებულის მონიტორინგი;
  • მონტაჟის და აზომვების სრული პროცესის დაგეგმვა და უკუკავშირი;
  • სამონტაჟო და აზომვების ჯგუფების კოორდინაცია, მათთვის გეგმის შეთანხმება.
  • პროდუქციის მონტაჟის და აზომვების განხორციელებისათვის საჭირო დოკუმენტაციის მომზადება; მათ შორის სასაქონლო ზედნადების გამოწერა;

 

    ვაკანსიით დაინტერესებულმა კანდიდატებმა  გამოაგზავნეთ  CV  ელექტრონულ ფოსტაზე: hr@dio.ge.    

 

 განცხადების მიღების ბოლო ვადაა: 2020 წლის  28    თებერვალი  შერჩეულ კანდიდატებს დაეგზავნებათ შეტყობინება ელ–ფოსტაზე.  რის შემდეგაც  მოუწევთ  

2 ეტაპის გავლა:  ტესტირება  და  გასაუბრება.

 

აქვე გაცნობებთ, , რომ დიო ატარებს ანტიდისკრიმინაციულ და თანასწორობის პოლიტიკას და კანდიდატის შერჩევისას ვითვალისწინებთ მხოლოდ მის პროფესიულ ცოდნას, სამუშაოსთან რელევანტურ გამოცდილებასა და უნარ-ჩვევებს. დიო ადასტურებს, რომ შერჩევისა და თანამშრომლების ნებისმიერ ეტაპზე გამორიცხულია კანდიდატების დისკრიმინაცია ნებისმიერი ნიშნით. 

ვაკანსია ღიაა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე კანდიდატებისთვის!

გისურვებთ წარმატებებს!

ბოლო ვადა: 28.02.2020
დაბრუნება
phone