Logo
ვაკანსიები
კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი

კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი

გამოქვეყნდა: 12.03.2019

შპს "დიო" წამყვანი კომპანიაა საქართველოში ფარდა-ჟალუზებისა და მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯრების წარმოებაში, ფირმა "დიო" დაარსებიდან 23-ე წელს ითვლის .

კომპანიის სათავო ოფისი და ქარხანა განლაგებულია თბილისში, ხოლო საქართველოს რეგიონებში კომანიას აქვს წარმომადგენლობები.

დიო"-ს წარმატების ერთ-ერთი განმსაზღვრელი სწორედ დასაქმებულთა კვალიფიკაციაა. საქმისადმი დიდი პასუხისმგებლობით მიდგომამ, მომსახურების და პროდუქციის ხარისხის გაუმჯობესებისაკენ მუდმივმა სწრაფვამ აქცია კომპანია ბაზარზე ლიდერად.

იმედია, "დიო" თქვენთვისაც წარმატებულ სამუშაო ადგილად იქცევა, სადაც შეძლებთ მიიღოთ დამატებითი გამოცდილება, დახვეწოთ და გაიმდიდროთ ცოდნა.

"დიო" აცხადებს ახალ ვაკანსიას კორპორატიული გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

ანგარიშვალდებულია: პროექტების მართვის დეპარტამენტის უფროსის წინაშე.

სამუშაო ადგილი: კომპანიის სათავო ოფისი, დ. აღმაშენებილს ხეივანი მე-12 კმ;

ჩვენი შემოთავაზებაა:

** კომფორტული სამუშაო პირობები;

** 5 დღიანი სამუშაო კვირა;

** ჯანმრთელობის დაზღვევა;

** საბონუსე სისტემა;

** კვებით უზრუნველყოფა;

** ნაწილობრივ ტრანსპორტირება;

 

ჩვენი მოთხოვნებია:

** უმაღლესი განათლება

** 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება გაყიდვების მიმართულებით

** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა

** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად

 

თქვენი მოვალეობებია:

** ახალი კორპორატიული კლიენტების მოძიება, მოთხოვნების შესწავლა და შესაბამისი პროდუქტის შეთავაზება

** შეხვედრების დაგეგმვა, ორგანიზება, პრეზენტაციის ჩატარება

** კომპანიის პორტფელში არსებულ კლიენტებთან ურთიერთობა და მათი მაღალი ხარისხით მომსახურება

** კლიენთა მონაცემთა ბაზების განვითარება

 

პიროვნული თვისებები:

** კომუნიკაბელურობა

** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა

** დეტალებზე ორიენტირებულობა

** ორგანიზებულობა

** პრეზენტაბელურობა

 

ვაკანსიით დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ CV და სამოტივაციო წერილი ელექტრონულ ფოსტაზე: jobs@dio.ge

 

განცხადების მიღების ბოლო ვადაა: 2019 წლის 27 მარტი . შერჩეულ კანდიდატებს დაეგზავნებათ შეტყობინება ელ-ფოსტაზე. რის შემდეგაც მოუწევთ 2 ეტაპის გავლა: გასაუბრება და საჭიროების შემთხვევაში დამატებითი ტესტირება.

ბოლო ვადა: 27.03.2019
დაბრუნება
phone