"დიო" წამყვანი კომპანიაა საქართველოში ფარდა-ჟალუზებისა და მეტალო-პლასტმასის კარ-ფანჯრების წარმოებაში. კომპანია დაარსებიდან უკვე 22-ე წელს ითვლის. "დიოს" სათავო ოფისი და ქარხანა განლაგებულია თბილისში, ხოლო საქართველოს რეგიონებში კომპანიას აქვს წარმომადგენლობები. "დიო"-ს წარმატების ერთ-ერთი გამსაზღვრელი სწორედ დასაქმებულთა კვალიფიკაციაა. საქმისადმი დიდი პასუხისმგებლობით მიდგომამ, მომსახურების და პროდუქციის ხარისხის გაუმჯობესებისაკენ მუდმივმა სწრაფვამ აქცია კომპანია ბაზარზე ლიდერად.
ამჯერად "დიო"-ს ინოვაციური მარკეტინგის გუნდში ვეძებთ ციფრული მედიის მენეჯერს, რომელიც ანგარიშვალდებული იქნება მარკეტინგის მენეჯერის წინაშე და მისი სამუშაო ადგილი გახდება "დიო"-ს სათავო ოფისი: დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ, ფარსადანის ქ. 3.
ვის ვეძებთ? ენერგიულ, შემოქმედებით, კომუნიკაბელურ კანდიდატს.
შეგვეხმიანეთ, თუ თვლით რომ ციფრული მედია თანამედროვეობის ყველაზე მნიშვნელოვანი საკომუნიკაციო არხია, და თუ მზად ხართ დაუღალავი შრომისთვის, მაშინ მოემზადეთ საინტერესო თავგადასავლებისთვის!
თქვენ დაგევალებათ:
** მარკეტინგის დეპარტამენტის სტრატეგიის დაგეგმვაში მონაწილეობა;
** სოციალური პლატფორმების (Facebook, Youtube, Instagram, Google) განვითარება
** კონტენტ გეგმის შემუშავება და მართვა
** სოციალური და ვებ გვერდებისათვის მასალის მომზადება, დიზაინერულ პროგრამაში დამუშავება;
** სოციალური მედიის არხების სტატისტიკის წარმოება, ანალიზი და ანგარიშის მომზადება;
** ვებ-გვერდზე მასალის განახლება;
** სოციალურ ქსელში პოსტის შექმნა და განთავსება;
** მომხმარებლებთან ინტერაქცია;
** მიმდინარე ციფრულ და ტექნოლოგიურ ტრენდებში გარკვევა, ანალიზი და საჭიროების მიხედვით გამოყენება/დანერგვა.
უნდა გქონდეთ:
** წერილობითი კომუნიკაციის დახვეწილი უნარი; უნდა შეძლოთ სარეკლამო ტექსტის შედგენა/რედაქტირება;
** მოქნილობა და ოპერატიულობა, ვებ-ანალიტიკის ცოდნა;
** Photoshop/Illustrator/Corel კომპიუტერული პროგრამების ცოდნა.
** ციფრული მარკეტინგის მიმართულებით მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** Google Adwords-ში მუშაობის გამოცდილება;
** SEO ტექნიკის ცოდნა.
კარგი იქნება:
** იყოთ სხარტი და ენამოსწრებული
** მეგობრობდეთ ტექნოლოგიებთან
** იმუშავოთ გუნდში მეგობრულად
** შეძლოთ კრიტიკულ სიტუაციასთან გამკლავება.
ჩვენ გთავაზობთ:
** თანამედროვე და კეთილმოწყობილ, სამუშაო გარემოს
** ჯანმრთელობის დაზღვევას
** წახალისების სისტემას
** ნაწილობრივ ტრანსპორტირებას
** კვებით უზრუნველყოფას.
ვაკანსიით დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ CV და სამოტივაციო წერილი ელექტრონულ ფოსტაზე: hr@dio.ge 2018 წლის 15 თებერვლის ჩათვლით.
გთხოვთ, იყოთ ყურადღებით: შერჩევის შემთხვევაში მიიღებთ შეტყობინებას თქვენს მიერ მითითებულ ელ-ფოსტაზე/მობ. ნომერზე; მოგიწვევთ ჩვენს სათავო ოფისში გასაუბრებისთვის, აქვე შევამოწმებთ თქვენს პროფესიულ უნარებს.
აქვე გიდასტურებთ, რომ:
** კანდიდატის შერჩევისას სქესს და რელიგიურ მრწამსს მნიშვნელობა არ ვანიჭებთ.
** ვაკანსია ღიაა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე კანდიდატებისთვის!
იმედია, "დიო" თქვენთვისაც წარმატებულ სამუშაო ადგილად იქცევა, შეიძენთ დამატებით გამოცდილებას, გაიმდიდრებთ ცოდნას.
გისურვებთ წარმატებებს!