Logo
ვაკანსიები
მარკეტინგის მენეჯერი

მარკეტინგის მენეჯერი

გამოქვეყნდა: 13.01.2017
 
 
დასახელება: მარკეტინგის მენეჯერი
მომწოდებელი: დიო
გამოქვეყნდა: 13 იან / ბოლო ვადა: 30 იან
შპს "დიო" წამყვანი კომპანიია საქართველოში ფარდა-ჟალუზებისა და მეტალო-პლასტმასის კარ-ფანჯრების წარმოებაში, ფირმა "დიო" დაარსებიდან 21-ე წელს ითვლის.

კომპანიის სათავო ოფისი და ქარხანა განლაგებულია თბილისში, ხოლო საქართველოს რეგიონებში კომპანიას აქვს წარმომადგენლობები.

დიო" -ს წარმატების ერთ-ერთი გამსაზღვრელი სწორედ დასაქმებულთა კვალიფიკაციაა. საქმისადმი დიდი პასუხისმგებლობით მიდგომამ, მომსახურების და პროდუქციის ხარისხის გაუმჯობესებისაკენ მუდმივმა სწრაფვამ აქცია კომპანია ბაზარზე ლიდერად.

იმედია "დიო" თქვენთვისაც წარმატებულ სამუშაო ადგილად იქცევა, სადაც შეძლებთ მიიღოთ დამატებით გამოცდილება, დახვეწოთ და გაიმდიდროთ ცოდნა.

შ.პ.ს "დიო" აცხადებს ახალ ვაკანსიას მარკეტინგის მენეჯერის პოზიციაზე.

ანგარიშვალდებულია: გენერალურ დირექტორთან
ექვემდებარება: სოციალური მედიის მართვის სპეციალისტი და დიზაინერი

სამუშაო ადგილი: კომპანიის სათავო ოფისი; დ. აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ 

ჩვენი შემოთავაზებაა:

** კომფორტული სამუშაო პირობები;
** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** წახალისების სისტემა; 
** სრული სამუშაო განაკვეთი;
** კვებით უზრუნველყოფა;

ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (მარკეტინგი, ბიზნესის ადმინისტრირება);
** მარკეტინგის მიმართულებით მუშაობის მინიმუმ ორწლიანი გამოცდილება;
** ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა;
** რუსული და ინგლისური ენის ცოდნა; 
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა;

ფუნქცია- მოვალეობები: 

** მარკეტინგული გეგმის შედგენა და განხორციელება; 
** მარკეტინგული კვლევების და გამოკითხვის ორგანიზება;
** კომპანიაზე და პროდუქციაზე პრეზენტაციების მომზადება;
** მარკეტინგული აქციების დაგეგმვა, სამშენებლო გამოფენებში მონაწილეობის ორგანიზება;
** კომპანიის სარეკლამო მასალებით უზრუნველყოფა;
** საიმიჯო სატატიების შექმნა და მედია საშუალებებში მათი განთავსების უზრუნველყოფა;
** მარკეტინგული აქტივობების მონიტორინგი, მათი ეფექტიანობის კვლევა;
** კომპანიის იმიჯის ამაღლებაზე მუდმივი ზრუნვა;

ძირითადი პიროვნული მახასიათებლები:

** ორგანიზებულობა;
** ადამიანების და მათი საქმიანობების მართვის უნარი; 
** მოლაპარაკებების წარმოების და დარწმუნების უნარი;
** კრეატიული აზროვნების უნარი;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი ხარისხი;
** პუნქტუალურობა, დეტალებზე და შედეგზე ორიენტირებულობა;
** დატვირთულ და სტრესულ სიტუაციაში სწორი გადაწყვეტილების მიღების უნარი.

ვაკანსიით დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ CV და სამოტივაციო წერილი ელექტრონულ ფოსტაზე: hr@dio.ge 

განცხადების მიღების ბოლო ვადაა: 2017 წლის 30 იანვარი

შერჩეულ კანდიდატებს დაეგზავნებათ შეტყობინება ელ-ფოსტაზე. რის შემდეგაც მოუწევთ 2 ეტაპის გავლა: ტესტირება და გასაუბრება.

ყურადღება: გთხოვთ გაითვალიწინოთ, სამოტიცავიო წერილის გარეშე თქვენი CV არ განიხილება.

გისურვებთ წარმატებებს!
ბოლო ვადა: 30.01.2017
დაბრუნება
phone