Logo
ვაკანსიები
მეტალო-პლასტმასის კარ-ფანჯრის ამწყობი

მეტალო-პლასტმასის კარ-ფანჯრის ამწყობი

გამოქვეყნდა: 12.10.2016

შ.პ.ს „დიო“ წამყვანი კომპანიაა საქართველოში ფარდა–ჟალუზებისა, მეტალო–პლასტმასის კარ–ფანჯრებისა და  მზისგან დამცავი სისტემების წარმოებაში, ფირმა „დიო“ დაარსებიდან მე–20 წელს ითვლის . 
კომპანიის სათავო ოფისი და ქარხანა განლაგებულია თბილისში, ხოლო საქართველოს რეგიონებში კომპანიას აქვს წარმომადგენლობები.
"დიო“-ს წარმატების ერთ–ერთი გამსაზღვრელი  სწორედ დასაქმებულთა კვალიფიკაციაა.  საქმისადმი დიდი პასუხისმგებლობით მიდგომამ, მომსახურების  და პროდუქციის ხარისხის გაუმჯობესებისაკენ მუდმივმა სწრაფვამ აქცია კომპანია ბაზარზე   ლიდერად.
იმედია „დიო“ თქვენი  წარმატებული კარიერის დასაწყისად  იქცევა,  სადაც შეძლებთ მიიღოთ დამატებით გამოცდილება, დახვეწოთ და გაიმდიდროთ ცოდნა.
შ.პ.ს „დიო“ აცხადებს ვაკანსიას მეტალო-პლასტმასის კარ-ფანჯრის ამწყობის თანამდებობაზე

სამუშაო  ადგილი: შ.პ.ს „დიო“–ს  სათავო ოფისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ

ჩვენი  შემოთავაზებაა:

  • 5 დღიანი  სამუშაო კვირა, 
  • ჯანმრთელობის დაზღვევა; 
  • წახალისების  სისტემა;
  • კომფორტული საუშაო პირობები ; 
  • პროფესიონალების გამოცდილების გაზიარება;

ჩვენი  მოთხოვნებია:

  • მინ. 1 წლიანი სამუშაო  გამოცდილება მეტალო პლასტმასის დამამზადებელ საამქროში.
  • დანადგარებთან მუშაობის და მათი ტექ.მახასიათებლების ცოდნა;.
  • სასურველია  პროფესიული განათლება.

თქვენი ძირითადი მოვალეობა იქნება:

  • კარ-ფანჯრის პროფილების  დაჭრა შესაბამისი პროექტის შესაბამისად;
  • კუთხეების შედუღება შესაბამის დანადგარზე;
  • არმირების და ფურნიტურის დამაგრება.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა  გამოაგზავნეთ  CV  ელექტრონულ ფოსტაზე: hr@dio.ge.  ან დაგვიკავშირდით : (+995 32) 2 361112

განცხადების  მიღების  ბოლო  ვადაა: 2016 წლის  30 ოქტომბერი.    
გთხოვთ იყოთ ყურადღებით: შერჩეულ კანდიდატებს შევეხმიანებით მათ მიერ მითითებულ მობ.ტელეფონზე .  

კანდიდატის შერჩევისას რელიგიურ მრწამსს მნიშვნელობა არ ენიჭება.

გისურვებთ წარმატებებს!

ბოლო ვადა: 30.10.2016
დაბრუნება
phone