შპს "დიო" 26 წელია წამყვანი კომპანიაა საქართველოში მეტალოპლასტმასისა და ალუმინის კარ-ფანჯრების, ინტერიერისა და ექსტერიერის საჩრდილობელი სისტემების წარმოებაში.
კომპანიის სათაო ოფისი და ქარხანა განლაგებულია თბილისში, ხოლო საქართველოს რეგიონებში (ბათუმი, ქუთაისი, თელავი) აქვს წარმომადგენლობები.
კომპანია ,,დიო“-ს წარმატების ერთ-ერთი განმსაზღვრელი დასაქმებულთა კვალიფიკაციაა. საქმისადმი დიდი პასუხისმგებლობით მიდგომამ, მომსახურებისა და პროდუქციის ხარისხის გაუმჯობესებისკენ მუდმივმა სწრაფვამ აქცია კომპანია ბაზარზე ლიდერად.
იმედია ,,დიო“ თქვენთვისაც წარმატებულ სამუშაო ადგილად იქცევა, სადაც შეძლებთ მიიღოთ გამოცდილება, დახვეწოთ და გაიმდიდროთ ცოდნა.
"დიო’’-ს ინოვაციური მარკეტინგის გუნდში ვეძებთ ციფრული მედიის მენეჯერს.
ვის ვეძებთ ?
თუ ხარ ენერგიული, შემოქმედებითი, კომუნიკაბელური, თუ თვლი რომ ციფრული მედია თანამედროვეობის ყველაზე მნიშვნელოვანი საკომუნიკაციო არხია და თუ მზად ხარ დაუღალავი შრომისთვის, მაშინ მოემზადე საინტერესო თავგადასავლებისთვის!
შენ დაგევალება
1. ციფრული მარკეტინგის სტრატეგიის შემუშავება, შეთანხმება, შესაბამისი აქტივობების დაგეგმვა და განხორციელება;
2. სოციალური პლატფორმების Facebook, Instagram, Linkdin, TikTok, Youtube მართვა, აღსრულება და მონიტორინგი;
3. Google Ads-ის კამპანიების მართვა;
4. Email მარკეტინგზე მუშაობა
5. კამპანიების ეფექტურობის და ონლაინ ტრეფიკის მონიტორინგი, მომხმარებლის ქცევის ანალიზი, რეპორტინგი და სამომავლო ქონთენთ იდეების შემუშავება;
6. ვებგვერდის ქონთენთის მონიტორინგი;
7. უშუალო ხელმძღვანელის ცალკეული სამსახურეობრივი დავალებების შესრულება.
უნდა გქონდეს
* * განათლება მარკეტინგის ან ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით;
** 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება ციფრული მარკეტინგის მიმართულებით;
** Meta Business Suite, Ads Manager, Google Ads, Google Analytics-ში მუშაობის გამოცდილება;
** Excel-ის ცოდნა;
** წერილობითი კომუნიკაციის დახვეწილი უნარი;
** ინგლისური ენის ცოდნა.
კარგი იქნება
იყო სხარტი და ენამოსწრებული
მეგობრობდე ტექნოლოგიებთან
სასურველია იცოდე Photoshop კომპიუტერული პროგრამა
ბენეფიტები:
თანამედროვე და კეთილმოწყობილი ოფისი;
მეგობრული გუნდი;
ჯანმრთელობის დაზღვევა;
წახალისების სისტემა;
ნაწილობრივი ტრანსპორტირება;
კვებით უზრუნველყოფა.
ანაზღაურება დამოკიდებულია გამოცდილებაზე.
ვაკანსიით დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ CV ელექტრონულ ფოსტაზე: jobs@dio.ge და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: ციფრული მედიის მენეჯერი.
განცხადების მიღების ბოლო ვადაა: 2022 წლის 10 სექტემბერი.
მხოლოდ გასაუბრებისთვის შერჩეულ კანდიდატებთან მოხდება სატელეფონო საშუალებით დაკავშირება, რის შემდეგაც დაინიშნება გასაუბრების/დავალების რამდენიმე ეტაპი.
,,დიო,, ატარებს ანტიდისკრიმინაციულ და თანასწორობის პოლიტიკას და კანდიდატის შერჩევისას ვითვალისწინებთ მხოლოდ მის პროფესიულ ცოდნას, სამუშაოსთან რელევანტურ გამოცდილებასა და უნარ-ჩვევებს. „დიო“ ადასტურებს, რომ შერჩევისა და თანამშრომლობის ნებისმიერ ეტაპზე გამორიცხულია კანდიდატების დისკრიმინაცია ნებისმიერი ნიშნით.
გისურვებთ წარმატებებს!