Logo
ვაკანსიები
ფარდა-როლეტებისა და ვერტიკალური ჟალუზების დამზადების სპეციალისტი

ფარდა-როლეტებისა და ვერტიკალური ჟალუზების დამზადების სპეციალისტი

გამოქვეყნდა: 09.06.2022

შპს „დიო“  წამყვანი კომპანიაა საქართველოში ფარდა-ჟალუზებისა და მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯრების წარმოებაში. 

„დიო“ დაარსებიდან 26-ე  წელს ითვლის.

კომპანიის სათაო ოფისი და ქარხანა განლაგებულია თბილისში, ხოლო საქართველოს რეგიონებში (ბათუმი, ქუთაისი, თელავი) აქვს წარმომადგენლობები.

კომპანია ,,დიო“-ს წარმატების ერთ-ერთი განმსაზღვრელი დასაქმებულთა კვალიფიკაციაა. საქმისადმი დიდი პასუხისმგებლობით მიდგომამ, მომსახურებისა და პროდუქციის ხარისხის გაუმჯობესებისკენ მუდმივმა სწრაფვამ აქცია კომპანია ბაზარზე ლიდერად.

იმედია ,,დიო“ თქვენთვისაც წარმატებულ სამუშაო ადგილად იქცევა, სადაც შეძლებთ მიიღოთ გამოცდილება, დახვეწოთ და გაიმდიდროთ ცოდნა.

შპს ,,დიო” აცხადებს ვაკანსიას:

პოზიცია: ფარდა-როლეტების, ვერტიკალური ჟალუზების  დამზადების სპეციალისტი

ხელმძღვანელი: წარმოების ჯგუფის უფროსი

სამუშაო ადგილი: კომპანია ,,დიო”-ს  სათაო ოფისი/ქარხანა

 თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ, ფარსადანის ქუჩა N3

ჩვენი  შემოთავაზებაა:

• 5 დღიანი  სამუშაო კვირა;

• წახალისების  სისტემა;

• ხელფასი გამომუშავებით:  საშუალოდ  1000 ლარი ხელზე ასაღები;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

• საშუალო/პროფესიული ტექნიკური განათლება;

• სამუშაო იარაღების მოხმარების საბაზისო ცოდნა;

 

პიროვნული თვისებები/უნარები:

•  გუნდური მუშაობის უნარი;

• მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;

• დეტალებზე ორიენტირებულობა;

 

ვაკანსიით დაინტერესებულმა კანდიდატებმა  გამოაგზავნეთ  CV    ელექტრონულ ფოსტაზე: jobs@dio.ge და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: ფარდა-როლეტის  დამზადების სპეციალისტი.

 

განცხადების მიღების ბოლო ვადაა: 2022 წლის  22 ივნისი.

მხოლოდ გასაუბრებისთვის  შერჩეულ კანდიდატებთან  მოხდება სატელეფონო საშუალებით დაკავშირება, რის შემდეგაც დაინიშნება შეხვედრა/გასაუბრება, სამუშაო გარემოს და სპეციფიკის განცნობა.

,,დიო,, ატარებს ანტიდისკრიმინაციულ და თანასწორობის პოლიტიკას და კანდიდატის შერჩევისას ვითვალისწინებთ მხოლოდ მის პროფესიულ ცოდნას, სამუშაოსთან რელევანტურ გამოცდილებასა და უნარ-ჩვევებს. „დიო“ ადასტურებს, რომ შერჩევისა და თანამშრომლობის ნებისმიერ ეტაპზე გამორიცხულია კანდიდატების დისკრიმინაცია ნებისმიერი ნიშნით.

გისურვებთ წარმატებებს!

ბოლო ვადა: 22.06.2022
დაბრუნება
phone