შ.პ.ს „დიო“ წამყვანი კომპანია საქართველოში ფარდა–ჟალუზების, მეტალოპლასტმასის კარ–ფანჯრების, მზისგან დამცავი სისტემების წარმოებაში.
ფირმა „დიო“ დაარსებიდან 22-ე წელს ითვლის .
კომპანიის სათავო ოფისი და ქარხანა განლაგებულია თბილისში, ხოლო საქართველოს რეგიონებში კომანიას აქვს წარმომადგენლობები.
"დიო“–ს წარმატების ერთ–ერთი გამსაზღვრელი სწორედ დასაქმებულთა კვალიფიკაციაა. საქმისადმი დიდი პასუხისმგებლობით მიდგომამ, მომსახურების და პროდუქციის ხარისხის გაუმჯობესებისაკენ მუდმივმა სწრაფვამ აქცია კომპანია ბაზარზე ლიდერად.
იმედია „დიო“ თქვენთვისაც წარმატებულ სამუშაო ადგილად იქცევა, სადაც შეძლებთ მიიღოთ დამატებით გამოცდილება, დახვეწოთ და გაიმდიდროთ ცოდნა.
შ.პ.ს "დიო" აცხადებს ახალ პოზიციას გაყიდვების კონსულტანტ/ექსპერტის თანამდებობაზე.
სამუშაო ადგილი: შ.პ.ს „დიო“–ს საბურთალოს ფილიალი - ს. ცინცაძის ქ.79 (ყოფილი საბურთალოს ქ.55)
ჩვენი შემოთავაზებაა:
ჩვენი მოთხოვნებია:
თქვენ შეისწავლით:
„დიო“_ში წარმოებულ ყველა პროდუქტს , მათ ტექნიკურ მახასიათებლებს . გაეცნობით „დიო“–ს წარმოების, აზომვებისა და მონტაჟის პროცესებს. კომპანიაში დანერგილი კომპიუტერული პროგრამების მოხმარებას.
თქვენი ძირითადი მოვალეობა იქნება:
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ CV და სამოტივაციო წერილი ელექტრონულ ფოსტაზე: hr@dio.ge.
განცხადების მიღების ბოლო ვადაა: 2018 წლის 30 სექტემბერი
გთხოვთ იყოთ ყურადღებით: შერჩეულ კანდიდატებს დაეგზავნებათ შეტყობინება მათ მიერ მითითებულ მობ.ტელეფონზე . რის შემდეგაც მოუწევთ 2 ეტაპის გავლა: ტესტირება და გასაუბრება.
კანდიდატის შერჩევისას სქესს და რელიგიურ მრწამსს მნიშვნელობა არ ენიჭება.
ვაკანსია ღიაა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის
გისურვებთ წარმატებებს!