შპს "დიო" წამყვანი კომპანიაა საქართველოში ფარდა-ჟალუზებისა და მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯრების წარმოებაში. ფირმა "დიო" დაარსებიდან 22-ე წელს ითვლის. კომპანიის სათავო ოფისი და ქარხანა განლაგებულია თბილისში, ხოლო საქართველოს რეგიონებში კომპანიას აქვს წარმომადგენლობები.
"დიო"-ს წარმატების ერთ-ერთი გამსაზღვრელი სწორედ დასაქმებულთა კვალიფიკაციაა. საქმისადმი დიდი პასუხისმგებლობით მიდგომამ, მომსახურების და პროდუქციის ხარისხის გაუმჯობესებისაკენ მუდმივმა სწრაფვამ აქცია კომპანია ბაზარზე ლიდერად.
იმედია, "დიო" თქვენთვისაც წარმატებულ სამუშაო ადგილად იქცევა, სადაც შეძლებთ მიიღოთ დამატებით გამოცდილება, დახვეწოთ და გაიმდიდროთ ცოდნა.
შპს "დიო" აცხადებს ახალ ვაკანსიას ხარისხის მართვის მენეჯერის პოზიციაზე.
ანგარიშვალდებულია: გენერალურ დირექტორთან.
სამუშაო ადგილი: კომპანიის სათავო ოფისი, დ. აღმაშენებილს ხეივანი მე-12 კმ.
ჩვენი შემოთავაზებაა:
** კომფორტული სამუშაო პირობები;
** 5 დღიანი სამუშაო კვირა,
** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** წახალისების სისტემა;
** კვებით უზრუნველყოფა.
ჩვენი მოთხოვნებია:
** უმაღლესი განათლება; ბაკალავრი
** ენების ცოდნა: ინგლისური, რუსული (სასურველი)
** MS Office-ის კარგი ცოდნა;
** პუნქტუალური, დეტალებზე ორიენტირებული, პრინციპული.
** გუნდის მართვის უნარი
** მინიმუმ 1 წლიანი გამოციდლება მსგავს პოზიციაზე.
თქვენი მოვალეობებია:
** ISO 9001:2015 ხარისხის მენეჯმენტის სისტემის დოკუმენტირებული პროცედურების შემუშავება, დანერგვა და შესრულების კონტროლი;
** ხარისხის მენეჯმენტის სისტემის და პროცესების ეფექტურობის მონიტორინგი და კონტროლი;
** შეუსაბამობების და რეკლამაციების კონტროლი და მართვა;
** ხარისხის მართვის სისტემის სერტიფიცირების პროცესთან დაკავშირებული საქმიანობის დროული უზრუნველყოფა, შიდა აუდიტის წარმოება;
** საკონტროლო აუდიტთან დაკავშირებული დოკუმენტაციის ადმინისტრირება და მომზადება;
** ხარისხის საკოორდინაციო საბჭოს მუშაობის უზრუნველყოფა, ხარისხის თათბირების მოწვევა, ჩატარება, ხარისხის მენეჯმენტის საკითხებში პროცესების გაუმჯობესებისათვის კონსულტაციების გაწევა თანამშრომელთათვის;
** პროცედურებში ცვლილების შეტანა/გაუმჯობესება.
გთხოვთ, ვაკანსიით დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ CV და სამოტივაციო წერილი ელექტრონულ ფოსტაზე: jobs@dio.ge 2018 წლის 10 სექტემბრის ჩათვლით. შერჩეულ კანდიდატებს დაეგზავნებათ შეტყობინება ელ-ფოსტაზე, რის შემდეგაც გაიმართება გასაუბრება.
კანდიდატის შერჩევისას სქესს და რელიგიურ მრწამსს მნიშვნელობა არ ენიჭება.
ვაკანსია ღიაა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე კანდიდატებისთვის!
გისურვებთ წარმატებებს!